მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიმედოვნებთ, რომ ნიგოზას ქარის სადგურის მშენებლობა 2022 წელს დაიწყება - გიორგი ჩიქოვანი

61502c9258141
დავით ჯალაღონია
26.09.21 13:15
1281
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) პროექტებიდან ქარის ელექტროსადგურებს შორის, სამშენებლო ეტაპზე გადასვლის ყველაზე მეტი პერსპექტივა სოფელ ნიგოზასთან დაგეგმილ სადგურს აქვს. ამის შესახებ BM.GE–ს ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა განუცხადა.

“საქართველოს, როგორც გორთან პირველმა საპილოტე პროექტმა გვაჩვენა, ქარის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. რამდენიმე პროექტი, დაახლოებით 250 მგვტ ჯამურად - თბილისის, კასპის, ნიგოზას, ზესტაფონისა და გორის სადგურები ასრულებენ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს, ასევე - ნებართვების მიღებას გარემოსდაცვითი და სამშენებლო კუთხით და მომავალ წელს ეს პროექტები სამშენებლო ფაზაზე გადავლენ. ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ინვესტორ “ჩალიკ ენერჯისთან” ერთად ახორციელებს, არის “ნიგოზას ქარის ელექტროსადგური”. მისი სიმძლავრეა 50 მგვტ და სოფელ ნიგოზასთან, ნადარბაზევის ტბასთან მდებარეობს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შემდეგ წელს დაიწყება მშენებლობა და 2022 წლის პირველ კვარტალში ექსპლოატაციაში შევა”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე განმარტებით, 2030 წლამდე საქართველოში, დაახლოებით 1300-მდე მეგავატის სიმძლავრის – ქარის სადგურების და 550 მეგავატის მზის ელექტროსადგურების მშენებლობა იგეგმება.

“საქართველოს შანსი აქვს, რომ აქ წარმოებული ელექტროენერგიის დაახლოებით 20-25% იყოს მზისა და ქარის ენერგიიდან”, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობასა და „ჩალიკ ჯორჯია ვინდს“ შორის ნიგოზას ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაზე მემორანდუმი 2016 წელს გაფორმდა.

ამ ეტაპზე საქართველოში მხოლოდ ერთი – ქართლის ქარის ელექტროსადგურია, რომლის სიმძლავრე 20.7 მგვტ–ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები