მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვიმედოვნებთ, შემდეგი ნაბიჯი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების განახლება იქნება“ - გავრილოვი

646767f9d3392
ვიქტორია მღებრიშვილი
19.05.23 16:42
692
რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების განახლებას არ გამორიცხავს. ინფორმაციას რუსული მედია „რუსსკაია გაზეტაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„ვიმედოვნებთ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში შემდეგი ნაბიჯი დიპლომატიური ურთიერთობების განახლება და ელჩების დანიშვნა იქნება. ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობაზე უკრაინასთან მიმართებით საქართველოს თავშეკავებული პოზიცია და ქვეყნის დემოკრატიული პრინციპების დაცვა მიუთითებს. ჩვენს ხალხებს მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებთ, ჩვენ საერთო სულიერ-მორალური ღირებულებები და კულტურა გვაქვს“, - განაცხადა გავრილოვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ბოლოს 2019 წლის ივნისში შეწყდა, რის მიზეზიც საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეაზე, მისი პრეზიდენტის სერგეი გავრილოვის გამოსვლის შემდეგ, თბილისში გამართული საპროტესტო აქციები იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები