შეერთებული შტატები, როგორც მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა ყოველთვის იზიდავდა დიდი ოცნებებისა თუ მიზნების მქონე ადამიანებს. განვითარების არნახული შესაძლებლობის ფონზე, სხვადასხვა წარმომავლობის უამრავმა ადამიანმა შეძლო თავისი თავის გამოვლენა და სახელის დამკვიდრება.
Forbes-ის მონაცემებით, დღესდღეობით, შტატებში მცხოვრები უცხოეთში დაბადებული მილიარდერი იმიგრანტების რაოდენობა 125-ს შეადგენს. მათი საერთო ქონება კი $1.3 ტრილიონს აჭარბებს. ფაქტობრივად, ისინი ქვეყნის სიმდიდრის 18%-ს აკონტროლებენ. მილიარდერი იმიგრანტებიდან ყველაზე მეტი, 53 ადამიანი ტექნოლოგიურ სფეროში აქტიურობს, 28 - ფინანსებში.
უცხოეთში დაბადებულ მილიარდერს შორის, რომელთაც წარმატებას შტატებში მიაღწიეს, პირველი სამხრეთ აფრიკელი ილონ მასკია. მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის ქონება $393.1 მილიარდად არის შეფასებული. მას მოჰყვება რუსი სერგეი ბრინი $139.7 მილიარდით და ტაივანელი იენსენ ჰუანგი $137.9 მილიარდი დოლარით.
აღსანიშნავია, რომ 125 მდიდარ იმიგრანტს შორის ყველაზე მეტი ინდოეთიდანაა. მათი რაოდენობა 2022 წლის შემდეგ ორჯერ, 12 მილიარდერამდე გაიზარდა. ინდოელთა შორის ყველაზე მდიდარი ჯეი ჩოდრი, $17.9 მილიარდ დოლარს ფლობს.
შტატებში მცხოვრები უმდიდრესი იმიგრანტების ათეული კი ასეთია:
- ილონ მასკი - $393.1 მლრდ (სამხრეთ აფრიკა)
- სერგეი ბრინი - $139.7 მლრდ (რუსეთი)
- იესენ ჰუანგი - $137.9 მლრდ (ტაივანი)
- ტომას პეტერფი - $67.9 მლრდ (უნგრეთი)
- მირიამ ადელსონი - $33.4 მლრდ (ისრაელი)
- რუპერ მურდოკი - $24 მლრდ (ავსტრალია)
- პიტერ თიელი - $21.8 მლრდ (გერმანია)
- ჯეი ჩოდრი - $17.9 მლრდ (ინდოეთი)
- იან კოუმი - $16.9 მლრდ (უკრაინა)
- ჯონ თუ - $14.1 მლრდ (ჩინეთი)




























