მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არიან განათლების მინისტრის ახალი მოადგილეები? - ბიოგრაფიები

ბაია კვიციანი

განათლების მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს: ბაია კვიციანი, გიორგი მოდებაძე და ანა მღებრიშვილი. აღნიშნულ ბრძანებებს ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 14 ნოემბერს მოაწერა. შესაბამისად, მინისტრის მოადგილეების რაოდენობა 5-დან 6-მდე გაიზარდა.

განათლების მინისტრის ახალი მოადგილეების შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია მხოლოდ ბაია კვიციანის შესახებ იძებნებოდა, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი "ქართული ოცნების" სიით იყო. ის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი იყო. ბაია კვიციანი 2010-2011 წლებში თბილისის მე-9 საჯარო სკოლა, ხელოვნების ისტორიის მასწავლებელი იყო, ამავე წლებში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. გარდა ამისა, 2016 წელს ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისში", ადამიანური რესურსების მართვის კონსულტანტი იყო.

განათლების მინისტრის დანარჩენი ახალი მოადგილეების შესახებ ინფორმაცია კი სამინისტროს ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია.

განათლების მინისტრის ახალი მოადგილეები:

ბაია კვიციანმა 2007 წელს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით დაასრულა. 2012-2014 წლებში კი ლონდონის რიჯენთსის უნივესიტეტსა და ევროპის ბიზნეს სკოლა (EBS), ადამიანური რესურსების მენეჯმენტში (MA HRM) მაგისტრის ხარისხი დაიცვა;

სამუშაო გამოცდილება

2024/11 - დღემდე – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;

2021/05-2024/11 – საქართველოს X მოწვევის პარლამენტი - პარლამენტის წევრი;

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე;

კულტურის კომიტეტის წევრი;

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი;

2020/06-2021/06 – მულტიდისციპლინური სახელოვნებო პლატფორმა Educo-ს დამფუძნებელი/არტ მენეჯერი;

2019/09-2019/02 – ბრიტანეთის საბჭო, დიდი ბრიტანეთი / საქართველოს სეზონი 2019: ახალი ჰორიზონტი - ახალგაზრდული ბორდის წევრი;

2017/09-2019/10 – კომპანია “დალოოდის” გენერალური დირექტორი;

2016/05-2016/10 – ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” შტატგარეშე HR კონსულტანტი;

2011/02-2011/10 – თბილისის IX საჯარო სკოლის ხელოვნების ისტორიის მასწავლებელი;

2010/03-2011/10 – საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო, ადმინისტრაციული დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი;

2007/01-2008/08 – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი;

პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძემ 2009 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატი სამართალმცოდნეობის მიმართულებით დაასრულა, 2016-2018 წლებში კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართლის მაგისტრის ხარისხი დაიცვა;

სამუშაო გამოცდილება

2024/11 - დღემდე - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე;

2024/04-2024/11 - თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი;

2016/05-2024/04 - თბილისის საქალაქო სასამართლო, სამდივნოს უფროსი;

2010-2016 - თბილისის საქალაქო სასამართლო, პირველი და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

ტრენინგები/სხვა მიღწევები

2021 - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სერტიფიცირებული მოხელე - ,,ლიდერობა და მართვა საჯარო სამსახურში’’;

2018 - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სერტიფიცირებული მოხელე - ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის სიახლეები და კორუფციის პრევენციის მექანიზმებში’’;

2014-2018 - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ ორგანიზებული არაერთი ტრენინგის მონაწილე და მომხსენებელი;

2010 - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მოსამართლის თანაშემწის გამოცდა;

2007 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის გამოცდა.

ანა მღებრიშვილმა 2013-2017 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი სამართლის ბაკალავრი საერთაშორისო სამართლის სწავლობდა, ამავე დროს 2017 წელს ტარტუს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საბაკალავრო გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანტი გახდა; 2017-2019 წლებში კი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხს დაეუფლა;

აკადემიური საქმიანობა

2020/06 - დღემდე – ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ტუტორი, ადამიანის უფლებათა სწავლება იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის (HELP);

2015 - დღემდე – ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, საერთაშორისო თანამშრომლობის სასწავლო და კვლევითი ცენტრის, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაერთი სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორ-მომხსენებელი.

სამუშაო გამოცდილება

2024/11 - დღემდე – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;

2023/12 - დღემდე – მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) ექსპერტი მართლმსაჯულების ხარისხის მიმართულებით;

2020/06 - 2024/11 – თბილისის სააპელაციო სასამართლო, ბიუროს უფროსი;

2021/09 - 2022/05 – თბილისის სააპელაციო სასამართლო, ანალიტიკური სამსახურის უფროსი;

2020/01 - 2020/06 – თბილისის სააპელაციო სასამართლო, კონსულტანტი საერთაშორისო სტანდარტების და სასამართლო პრაქტიკის განზოგადების დარგში;

2018/03 - 2020/01 – სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობის სექტორის მთავარი კონსულტანტი;

2017 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის პრაქტიკანტი;

პროექტები / ტრენინგები / ნაშრომები

2020/05 - 2023/09 – ადგილობრივი ექსპერტი, მსოფლიო ბანკის ჯგუფის პროექტი „Women, Business and the Law“;

2018-2019 - სამოსამართლო სწავლების ევროპული ქსელის, საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაციის და გროციუსის საერთაშორისო სამართლებრივი კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტების მონაწილე და გამარჯვებული;

2018/10 – 2019/04 - რეზიდენტი მრჩევლის კოლეგა პროექტში „სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“;

2015- დღემდე - ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ ორგანიზებული არაერთი ტრენინგის მონაწილე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები