„ვინ არიან მმართველ რგოლში? - იგივე ყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები“,- ამის შესახებ ბიზნესმენმა, ვალერი გელაშვილმა BM.GE-სთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას ისაუბრა.
მისი თქმით, ის რაც 21-ე დღეა დედაქალაქში ხდება, პირველ რიგში ყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, ხოლო მეორე მხრივ მმართველ პარტიის დანაშაულია, რადგან ხელისუფლებაში მოსვლისას, მათ საკმარისი ადამიანი არ დასაჯეს.
"თუ ასე გაგრძელდა, ბიზნესს გაუჭირდება, რადგან პოლიტიკური მდგომარეობა ბიზნესზე დიდ გავლენას ახდენს. ის, რაც 21-ე დღეა დედაქალაქში ხდება, ამაში ყველას ვადანაშაულებ. პირველ რიგში, ყოფილ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსაც და თავად პარტიასაც. ისინი ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან. მეორეს მხრივ, ვადანაშაულებ ხელისუფლებას. იმის გამო, რომ [ნაციონალებს] წესიერი პასუხი არ გასცა. დატოვა ეგენი და თავის რიგებშიც ბევრი ჰყავთ. 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლება სათავეში მოვიდა, მათი წევრი ვიყავი და მეც ვიბრძოლე, ჩემმა ყოფილმა გუნდმა პასუხისგებაში საკმარისი ადამიანები არ მისცა. ახლა კიდევ პირიქით, თავხედობენ და უარსესს აკეთებენ.
ვისი ბრალია (რაც დღეს ხდება)? ოჯახში თუ რაღაც პრობლემაა, ოჯახის უფროსის ბრალია. ე.ი რაღაც ისე ვერ წაიყვანე, როგორც საჭირო იყო", - განაცხადა ბიზნესმენმა.