"გავაგრძელებთ სანქციების გაფართოებას რუსეთის მიერ სიტუაციის ესკალაციასთან ერთად. ჩვენ ვაწესებთ სრულ ბლოკადას რუსეთის ორ მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტზე: VEB-სა (Vnesheconombank) და მათ სამხედრო ბანკზე (PSB) და ჩვენ ვაწესებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთის მთავრობა დასავლეთის ფინანსებს მოვკვეთეთ. ის ვეღარ შეძლებს დასავლეთიდან ფულის მოზიდვას და ვაჭრობას ახალი ვალით ჩვენსა თუ ევროპულ ბაზრებზე. ხვალიდან, და ეს მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, ჩვენ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ სარგებელს და ასევე უნდა იზიარებდნენ სასჯელსაც. რუსეთის ქმედებების გამო ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2 აღარ გაგრძელდეს", - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
სანქციები ვრცელდება შემდეგ პირებზე:
დენის ალექსანდროვიჩ ბორტნიკოვი - ალექსანდრე ვასილიევიჩ ბორტნიკოვის ვაჟი
ალექსანდრე ვასილიევიჩ ბორტნიკოვი (ალექსანდრე ბორტნიკოვი) არის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) დირექტორი და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი. ალექსანდრე ბორტნიკოვის ვაჟი დენის ალექსანდროვიჩ ბორტნიკოვი (დენის ბორტნიკოვი), ამჟამად არის რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფინანსური ინსტიტუტის "ვითიბი ბანკის" პრეზიდენტის მოადგილე და ვითიბი ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე.
პეტრ მიხაილოვიჩ ფრადკოვი (პეტრ ფრადკოვი) - ბანკ PSB-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი
პეტრ ფრადკოვი ასევე არის რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) ყოფილი დირექტორის, მიხაილ ეფიმოვიჩ ფრადკოვის (მიხაილ ფრადკოვის) ვაჟი. მიხაილ ფრადკოვი OFAC-ის მიერ 2018 წლის აპრილში იყო დანიშნული, როგორც მთავრობის ოფიციალური პირი. 2018 წლიდან პეტრ ფრადკოვი მუშაობდა PSB-ის ბანკად გარდაქმნაზე, რომელიც ემსახურება თავდაცვის ინდუსტრიას და მხარს უჭერს სახელმწიფო თავდაცვის კონტრაქტებს. პეტრ ფრადკოვი ასევე არის სააქციო საზოგადოების რუსული საექსპორტო ცენტრის გენერალური დირექტორი, რომელიც დღეს დაბლოკილია, როგორც VEB-ის შვილობილი კომპანია.
ვლადიმერ სერგეევიჩ კირიენკო - სერგეი ვლადილენოვიჩ კირიენკოს ვაჟი
სერგეი ვლადილენოვიჩ კირიენკო (სერგეი კირიენკო) არის პრეზიდენტის აპარატის უფროსის პირველი მოადგილე. გავრცელებული ინფორმაციით, პუტინის საშინაო პოლიტიკის კურატორი სერგეი კირიენკოა. მანამდე სერგეი კირიენკო იყო რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი და ატომური ენერგიის სახელმწიფო კორპორაციის როსტომის გენერალური დირექტორი. სერგეი კირიენკოს ვაჟი, ვლადიმირ სერგეევიჩ კირიენკო (ვლადიმერ კირიენკო), ადრე მუშაობდა ვიცე-პრეზიდენტად რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად კომპანიაში, Rostelecom-ში და ამჟამად არის VK Group-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც არის რუსეთის მთავარი სოცმედია პლატფორმა - VKontakte-ს მფლობელი კომპანია.