მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ არის ჩარლზ კუშნერი, რომელიც საფრანგეთში აშშ-ის ელჩი გახდა?

ჩარლზ კუშნერი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საფრანგეთში და მაროკოში ქვეყნის ელჩის თანამდებობაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოჯახის წევრი, ჩარლზ კუშნერი დაამტკიცა. 71 წლის კუშნერი უძრავი ქონების დეველოპერი და ყოფილი იურისტია, რომლის ვაჟი, ჯარედ კუშნერი დონალდ ტრამპის ქალიშვილის, ივანკას მეუღლეა.

ორი ათწლეულის წინ უფროსი კუშნერი სასამართლომ გადასახადებისგან თავის არიდებაში, ფედერალური საარჩევნო კომისიისთვის ტყუილის თქმაში და მოწმეზე ძალადობაში სასამართლომ ბრალდებულად ცნო. კუშნერმა ციხეში ორი წელი მოიხადა, ხოლო პრეზიდენტმა ის 2020 წელს შეიწყალა.

აწ უკვე წარსულ პროფესიულ კარიერაზე პრეზიდენტის რჩეულმა დიპლომატმა სენატორების წინაშე ვრცლად ისაუბრა. ჩარლზ კუშნერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის არ არის იდეალური და აღიარებს იმ ძალიან დიდ შეცდომას, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაუშვა და, რომლისთვისაც, შესაბამისი ფასი გადაიხადა. მისივე თქმით, წარსულში დაშვებული შეცდომების დამსახურებით, ის უკეთესად მოაზროვნე ადამიანი გახდა, მსოფლმხედველობა შეეცვალა და ის ღირებულებები ჩამოუყალიბდა, რომლების საფრანგეთში აშშ-ის ელჩს შეეფერება.

თავად დონალდ ტრამპი მისი ქალიშვილის სიმამრს “საოცარ ბიზნესლიდერს, ფილანტროპს და მომლაპარაკებელს” უწოდებს.

საინტერესოა, რომ ჩარლზ კუშნერი არ არის დონალდ ტრამპის ერთადერთი ოჯახის წევრი, რომელიც პრეზიდენტმა მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშნა. მისი მეორე ქალიშვილის, ტიფანი ტრამპის სიმამრი, მასად ბულოსი არაბულ ქვეყნებში პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობს, ხოლო მისი ვაჟის, დონალდ ტრამპ უმცროსის ყოფილი შეყვარებული, პრეზიდენტმა საბერძნეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე წარადგინა.

თავად ჩარლზ კუშნერი რიგით მეათე ელჩია, რომელიც სენატმა პრეზიდენტ ტრამპის პირობებში დაამტკიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები