მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ არის დაზვერვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი? - ვლადიმერ კონსტანტინიდის საქმიანი ბიოგრაფია

კონსტანტინიდი

სუს-ის დაზვერვის სააგენტოს ვლადიმერ კონსტანტინიდი უხელმძღვანელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი გუშინ, 27 სექტემბერს წარუდგინა.

აქამდე დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა ირაკლი ბერაია, რომელიც NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა.

რაც შეეხება დაზვერვის ახალ უფროსს, ვლადიმერ კონსტანტინიდი სახელმწიფო სტრუქტურებში 1989 წლიდან მუშაობს. 2020 წლიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

მისი საქმიანი ბიოგრაფია ასეთია:

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

  • 1989-1995 - მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე: თბილისის საქალაქო სასამართლოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სამთავრობო ობიექტების დაცვის სამსახურში;
  • 1996-1999 - საქართველოს პარლამენტის ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის მთავარი სპეციალისტი;
  • 2000 წლიდან — სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში: გენერალური ინსპექციის მოკვლევის სამმართველოს უფროსად,
    კადრების განყოფილების უფროსად, მთავარი სპეციალისტად.
  • 2001-2004 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი;
  • 2004 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
  • 2004-2005 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის საკონსულო-სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსი;
  • 2005-2008 - ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს კონსული;
  • 2008 - ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული.
  • 2009-2012 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში.
  • 2012-2017 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრალიის თანამეგობრობაში; აკრედიტებული ახალ ზელანდიაში, ფიჯის რესპუბლიკაში, ვანუატუს რესპუბლიკაში, ტუვალუში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, სოლომონის კუნძულებზე, ტონგას სამეფოში და კირიბატის რესპუბლიკაში;
  • 2017-2018 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
  • 2018-2020 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი;
  • 2020 წლიდან - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
    მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
    არის თბილისის ღია უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ბიოგრაფიაში წერია, რომ ავსტრალიასა და ოკეანეთის რეგიონში ელჩობის პერიოდში მისიის აქტიური მუშაობის შედეგად ვანუატუმ (2013) და ტუვალუმ (2014) გააუქმეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარება და დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები ოკეანეთის ქვეყნებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები