დღეს "ქართული ოცნების" ყრილობაზე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს.
,,ქართული ოცნების" სიის 3 ნომერს პარლამენტარის უფლებამოსილება უწყდება. BM.GE-სთვის პარტიიდან მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მას პარლამენტში ბიზნესმენი გიორგი ბარვენაშვილი ჩაანაცვლებს.
გიორგი ბარვენაშვილის სახელი მედიით პირველად 2019 წლის ნოემბერში გაჟღერდა, რაც იტალიაში, კომოს ტბაზე მის დაბადების დღეზე მიწვეულ ქართული ოცნების ლიდერებს უკავშირდებოდა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, გიორგი ბარვანაშვილი საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტების დამფუძნებელია.
ამასთან იგი ფლობს შპს ფფე-ს 100%-ს, შპს GORAGROUP-ის 100%-ს, შპს ჯი ჯი ჯი ჯორჯიას 25%-ს ისრაელის მოქალაქეებთან ერთად, შპს ნამა კონსალტინგის 34%-ს, შპს ტექნოკლიმა-ს 10%-ს, შპს ბიბი ჯგუფის 50%-ს და შპს ოდა-ს 50%-ს. ასევე, შპს parna-ს წილის 50%-ს კი, კომპანიაში ირანის ისლამური რესპუბლიკის 4 მოქალაქე ინაწილებს.
მომავალ დეპუტატს 120 000 ლარის ოდენობით თანხა აქვს გაღებული პოლიტიკური შეწირულობისთვის. 2018 წელს დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისთვის 60 000 ლარი აქვს შეწირული. იგივე ოდენობის თანხა შესწირა ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" 2020 წელს.