მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ არის ჯასინდა არდერნი, ვინც გაეროს მომავალ გენერალურ მდივნად განიხილება?

გაერო

გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს თანამდებობაზე ყოფნის მანდატი 2026 წლის 31 დეკემბერს უმთავრდება. ახალი გენერალური მდივანი კი პოსტს 2027 წლის პირველი იანვრიდან დაიკავებს. ამ თარიღების მოახლოებასთან ერთად დაიწყო მსჯელობა, თუ ვინ ჩაანაცვლეს გუტერეშს და ჩაიბარებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინსტიტუციას.

არასამთავრობო ორგანიზაცია 1 For 8 Billion-მა შესაძლო კანდიდატების შესახებ გავრცელებული ყველა არსებული მონაცემი შეაგროვა და გაასაჯაროვა. მათი ინფორმაციით, ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად ბოლივიის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, დეივიდ ჩოკევანკა განიხილება, თუმცა საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების მეტი შანსი ახალი ზელანდიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჯასინდა არდერნს აქვს.

საუბარია ახალ ზელანდიელ მემარცხენე პოლიტიკოსზე, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2017-2023 წლებში, ლეიბორისტული პარტიის მმართველობის პერიოდში იკავებდა. არდერნმა განსაკუთრებული პოპულარობა Covid-19-ის პანდემიისას მოიპოვა, როცა პრემიერ-მინისტრმა საგანგებო მდგომარეობა წარმატებით მართა და მსოფლიოს თავი ემპათიური ბუნებითა და მოქალაქეებთან ურთიერთობის გამორჩეული უნარებით დაამახსოვრა. სწორედ ეს თვისებები და კრიზისებთან გამკლავების კარგი გამოცდილებაა ის მიზეზები, რატომაც განიხილება არდერნი გუტერეშის შემცვლელად.

ჯასინდა არდერნი ახალი ზელანდიის პარლამენტის წევრი ახალგაზრდა ასაკში გახდა და პარტიულ სტრუქტურებში დაწინაურება მალევე შეძლო. პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ არდერნმა სოციალური კეთილდღეობის, კლიმატის ცვლილებისა და ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრის კუთხით არაერთი პროგრესული ნაბიჯი გადადგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები