მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ არის Polymarket-ის CEO, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერი გახდა

შეინ კოპლანი

კრიპტოვალუტაზე დაფუძნებული პროგნოზირების კომპანია Polymarket-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, შეინ კოპლანი, 27 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია Bloomberg-მა მას შემდეგ გაავრცელა, რაც Polymarket-ში ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მფლობელმა $2-მილიარდიანი ინვესტიცია ჩადო და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $9 მილიარდამდე გაიზარდა.

Polymarket-ი ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კრიპტოაპლიკაციად იქცა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ფსონს ჩამოვიდნენ ისეთი მიმდინარე მოვლენების შედეგებზე, როგორიც, მაგალითად, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებია. შედეგად, პლატფორმის საშუალებით ფსონად უკვე განთავსდა $18.1 მილიარდი, ხოლო აპლიკაციას 1.3 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.

Bloomberg-ის ცნობით, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მფლობელის ინვესტიცია საკმარისი აღმოჩნდა კოპლანის მილიარდერთა კლუბში გაწევრიანებისთვის.

თავად კოპლანი 1998 წელს ნიუ-იორკში დაიბადა და კომპიუტერული მეცნიერებები ნიუ-იორკის უნივერსიტეტში შეისწავლა, შემდეგ კი კრიპტოვალუტების მიმართულებით დაიცვა დიპლომი. შეინ კოპლანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც Etherium-ის ქოინი შეიძინა, როცა მისი ღირებულება ჯერ კიდევ ძალიან დაბალი იყო.

ახალგაზრდა ანტრეპრენერმა Polymarket 2020 წელს დააფუძნა. 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს პლატფორმაზე $3.2 მილიარდის ღირებულების ფსონი განთავსდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები