მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის საქართველოში IMF-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი

alejandro

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას საქართველოში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. მას ალეხანდრო ჰაჟდენბერგი ხხელმძღვანელობს. მას უკვე შეხვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა.

"მიხარია, როცა ვხედავ, რამდენი რამ შეიცვალა საქართველოში ჩემი წინა ვიზიტის შემდეგ. ბოლოს აქ 2005 წელს ვიყავი, ვითარება რადიკალურად შეცვლილია მას შემდეგ, ბევრად გამოცოცხლებულია აქაურობა და ძალიან მიხარია, ამ ცვლილებებს რომ ვხედავ", - აღნიშნა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.

"საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა სსფ-ის მისიის ახალ ხელმძღვანელთან, რომელსაც გავაცანით საქართველოში არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური ვითარება, ინფლაციის თარგეთირების ჩარჩო, სავალუტო ბუფერების გაძლიერების პოლიტიკა და სტრუქტურული რეფორმები. მოხარულები ვართ, რომ საერთო ჯამში სავალუტო ფონდის მისიამ დადებითაც შეაფასა ეროვნული ბანკის პოლიტიკა და გადადგმული ნაბიჯები", - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ.

არგენტინელი ალეხანდრო ჰაჟდენბერგი 2002 წლიდან IMF-ის უფროსი ეკონომისტია, ის წარსულში ბულგარეთსა და რუმინეთში ფონდის მუდმივი წარმომადგენელი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები