მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შუა დერეფანი კავკასიისა და ცენტრალური აზიის სატრანსპორტო დაკავშირებადობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა - IMF

imf

შუა დერეფანი კავკასიისა და ცენტრალური აზიის სატრანსპორტო დაკავშირებადობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სუბირ ლალმა Trend-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„თუმცა არსებობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთელი რიგი ეკონომიკური დერეფნები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ რეგიონის ინტეგრაციაში აზიასთან, ახლო აღმოსავლეთთან, ევროპასთან და სხვა ბაზრებთან. აქ ორი ასპექტია გასათვალისწინებელი. პირველი - ეს არის „მყარი“ ინფრასტრუქტურა, ანუ გზები და სატრანსპორტო კავშირები. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი - „რბილი“ ინფრასტრუქტურაა“, - აღნიშნა მან.

სუბირ ლალმა ხაზი გაუსვა, რომ შესაძლებელია შესანიშნავი გზების აშენება, მაგრამ თუ ტვირთები საზღვრებზე საბაჟო წესებისა და გაფორმების პროცედურების გამო რამდენიმე დღით შეყოვნდება, ეს როგორც რეგიონის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ სატრანსპორტო დაკავშირებადობის განვითარებას შეანელებს.

„ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია რეგიონზე გამავალი ეკონომიკური დერეფნების განვითარების ხელშეწყობა იმგვარად, რომ ყველა ქვეყანას შეეძლოს ამ პროცესში მონაწილეობა და მისი უპირატესობებით სარგებლობა.

ამასთანავე, პოლიტიკოსებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ ნორმატიულ რეგულირებას, შესაბამისი წესების თავსებადობასა და მათ ჰარმონიზაციას“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები