მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის თავდაცვის სამინისტროს "დელტას" პარტნიორი ბიზნესმენი იოჰანან ელიგულა, რომელიც აშშ-მა ფულის გათეთრების მცდელობისთვის დააკავა

იოჰანან ელიგულა
10.05.24 00:40
688

ამერიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მათ 2024 წლის 15 აპრილს ვაჟთან დააკავეს ისრაელის მოქალაქე, ბიზნესმენი იოჰანან ელიგულა და მისი ვაჟი დავით ელიგულა. Justice.gov-ის თანახმად, დაკავების მიზეზს ბრალდებულთა მხრიდან ფარული აგენტებისთვის კარტელისთვის ფულის გათეთრების შეთავაზება წარმოადგენდა. ფულის გათეთრების შეთავაზებასთან ერთად, იოჰანან ელიგულამ იმ პირებს, რომლებიც მას გაეცნენ როგორც კარტელის წარმომადგნლები მიწა ჰაერის ტიპის რაკეტების მიყიდვაც შესთავაზა.

იოჰანან ელიგულა 2021 წლიდან მოყოლებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტექნიკური ცენტრის “დელტას” მიერ დაფუძნებული კომპანიის Delta CAA-ს თანადირექტორია. აღნიშნული საწარმო 2021 წლის ოქტომბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. კომპანია ისრაელელი ბიზნესმენების ჩართულობით შეიქმნა და ის CAA Industries-ის ლიცენზიით GI-4 (5.56)-ის კატეგორიის ავტომატურ შაშხანებს აწარმოებს. მასში CAA Industries-ს 51%-იანი წილი აქვს, დელტას 25%-იანი წილი, ამერიკულ კომპანია Bluestone Invest Fund-ს კი 24%-იანი წილი.

ამასთან, შაშხანების მწარმოებელ კომპანიას სამი დირექტორი ჰყავს, ესენია: ლევან ჩიკვაიძე (დელტას მხრიდან), მოშე ოზი (CAA Industries მხრიდან) და იოჰანან ელიგულა (Bluestone Invest Fund-ის მხრიდან).

იოჰანან ელიგულა საქართველოში არაერთ ბიზნესში არის ჩართული, მათ შორისაა “დელისი დეველოპმენტი”, რომელიც არაერთი წელია მეტრო დელისთან მრავალფუნქციური კომპლექსის განვითარებას გეგმავს. კომპანიის 70%-იან წილს გიორგი ყავლაშვილი, ხოლო 30%-იან წილს იოჰანან ელიგულა ფლობს.

Justice.gov-ის თანახმად, იოჰანან ელიგულა ფარულ აგენტებს დაჰპირდა, რომ მათთვის ყოველდღე $1 მილიონის გათეთრებას შეძლებდა. ამასთან, ფარულმა აგენტებმა B-ს სახით ელიგულას მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტების მიწოდებისთვის $690,000 დაუტოვეს.

იოჰანან ელიგულას და მის შვილს, 34 წლის დავით ელიგულას ფულის გათეთრების მცდელობისთვის შეთქმულების მოწყობა ედებათ ბრალად, რაც 20 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს.