თბილისის განვითარების ფონდს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ფონდის დირექტორის თანამდებობას, თამაზ ალიბეგაშვილი დაიკავებს. მან გიორგი პაპავა ჩაანაცვლა. საკადრო ცვლილებების შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.
ვინ არის თამაზ ალიბეგაშვილი?
თბილისის განვითარების ფონდის ახალი ხელმძღვანელი 1992 წელსაა დაბადებული. პროფესიით ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სპეციალისტია. განათლება კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აქვს მიღებული.
რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას:
-ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია (09/2023-11/2024) - დირექტორი
-ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი (06/2023-09/2023) - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი
-ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია (12/2017 – 06/2023) - მერის პირველი მოადგილე
-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (11/2015-05/2019) - მოწვეული ლექტორი (ბიზნეს პროცესების მართვა 1C)
-შპს „ბაკაშვილი და კომპანია“ (01/2016-12/2017) - ექსპერტ-ბუღალტერი
შეგახსენებთ, გუშინ თბილისის მერმა, კახა კალაძემ "თბილსერვის ჯგუფისა" და თბილისის განვითარების ფონდის ახალი ხელმძღვანელები გუშინ წარადგინა. "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელის თანამდებობას, გიორგი პაპავა იკავებს. მან დავით ფაჩულია ჩაანაცვლა.