ამერიკის მამაკაცთა კოლეჯის კალათბურთში “კანზასის” მწვრთნელი ბილ სელფი არის ადამიანი, რომელსაც 700-ზე მეტი გამარჯვება და რამდენიმე ეროვნული ტიტული უმაგრებს ზურგს.
2022 წლის “მარტის სიგიჟის” ტურნირზე გამარჯვების შემდეგ “კანზასმა” სელფს კონტრაქტი 5 წლით გაუგრძელა, რომლის მიხედვითაც 53 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს. 60 წლის მწვრთნელი წელიწადში 10.2 მილიონ დოლარს იღებს, მას კი წელიწადში 8.5 მილიონით “კენტაკის” ხელმძღვანელი ჯონ კალიპარი მოჰყვება, რომელმაც უკანასკნელად ჩემპიონობა 2012 წელს მოიპოვა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ საშუალოდ ამერიკაში კოლეჯების მამაკაც კალათბურთელთა მწვრთნელების ანაზღაურება 3-6 მილიონ დოლარამდე მერყეობს.