დღეს "ქართული ოცნების" ყრილობაზე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს.
მომდევნო კვირაში მისი ხელმძღვანელობით დაკომპლექტებული ახალი მინისტრთა კაბინეტი სამთავრობო პროგრამასთან ერთად დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება. შესაბამისად, ,,ქართული ოცნების" სიის 3 ნომერს პარლამენტარის უფლებამოსილება უწყდება.
პარტიაში BM.GE-ის უთხრეს, რომ პარლამენტში კობახიძეს გიორგი ბარვენაშვილი ჩაანაცვლებს.
დღეს, ირაკლი კობახიძისგან გავიგეთ ისიც, რომ მთავრობაში მხოლოდ ერთი ცვლილება იქნება. თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტარი ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩიქოვანი პარლამენტს ტოვებს, ის ზუგდიდის მაჟორიტარია, შესაბამისად, მას ვერავინ ჩაანაცვლებს და რადგან არჩევნებამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი ზუგდიდში ვადამდელი არჩევნებიც არ იქნება.