საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული FDI-ის წინასწარი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მიმდინარე წლის III კვარტალში შემოსული უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.6%-ით შემცირდა და 302.6 მლნ დოლარი შეადგინა. ცალკეული სექტორების მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მოცულობითი ინვესტიციები საფინანსო სექტორში($128.3 მლნ, ზრდა - 20%); ენერგეტიკასა ($37.1 მლნ, კლება - 25%) და დამამუშავებელი მრეწველობაში ($36.6 მლნ, კლება -27%) განხორციელდა.
BM.GE-იმ საქსტატიდან იმ უცხოელი ინვესტორი კომპანიების TOP-20-ეული გამოითხოვა, რომელთაც 2020 წლის III კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტ ფული ჩადეს.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის შვილობილი კომპანია „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“ ქვეყანაში ინვესტირებას არ წყვეტს - TOP-20-ში ისიც მოხვდა.
ინვესტორი კომპანიების TOP-20 2020 წლის III კვარტალში:
• აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
• შპს მაგთიკომი;
• სს ენერგო - პრო ჯორჯია;
• სს RMG Copper;
• შპს RMG Gold;
• შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია;
• შპს ტოიოტა კავკასია;
• შპს აჭარა ტექსტილე;
• სს დარიალი ენერჯი;
• შპს აჭარისწყალი ჯორჯია;
• შპს ენკა რინიუებლზ;
• სს საქართველოს კაპიტალი;
• შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია;
• შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი;
• შპს მარსი;
• სს ბიჯეო ჯგუფი;
• სს ნენსკრა ჰიდრო;
• შპს ეი ვი ჯი ჯორჯია;
• შპს სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი;
• თავ მშენებლობა საქართველო.
შენიშვნა: მონაცემები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.




























