მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ ჩამოვა ამ პატარა ქვეყანაში თუ დღეში 5 000 ინფიცირებული გვეყოლება - პაატა იმნაძე

60939e0ec382e
ვიქტორია მღებრიშვილი
06.05.21 11:39
792
NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი იქნება, ტურისტები ნაკლებად ჩამოვლენ.

როგორც მან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ქვეყანაში ეპიდვითარების აღწერისას აღნიშნა, მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

„სიტუაცია საკმაოდ საგანგაშოა. ნოემბრის დასაწყისში, დაახლოებით, რა რიცხვებიც გვქონდა, ეს მაჩვენებელი გვაქვს, თუმცა ის რეგულაციები, რაც მოქმედებს დღეს და პირბადეების ხმარების მაჩვენებელი ისეთია, რომ ეს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ ყოველ კვირას ინფიცირების მაჩვენებელი არ გაორმაგდება, თუმცა ძალიან საყურადღებო მდგომარეობაა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ისე გავიაროთ მაისის პირველი ნახევარი, რომ ზაფხულს მეტ-ნაკლებად ნორმალურ სიტუაციაში შევხვდეთ. ტურიზმზე ბევრი რამ არის საქართველოში დამოკიდებული და ვინ ჩამოვა ამ პატარა ქვეყანაში თუ დღეში 5 000 ინფიცირებული გვეყოლება“, - თქვა იმნაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები