,,ქართული ოცნებას" ახალი ოფისი ექნება. უკვე დადასტურებული ინფორმაციით, მმართველი პარტია ახალ ოფისს თბილისში დიდი ხეივნის 3 ნომერში იშენებს. პროექტის მიხედვით, K2 კოეფიციენტის 8 383 კვ.მ შენობა 34.95 მეტრის სიმაღლის იქნება.
შენობას 2021 წელს რეგისტრირებული შპს ნიუ ოფისი აშენებს, რომლის წილის 100% დავით ანდღულაძე ფლობს. დიდი ხეივნის 3 ნომერში ნაგებობის აშენების უფლება კომპანიამ გასული წლის 7 დეკემბერს მიიღო. საპროექტო დოკუმენტების მიხედვით, მთავარი არქიტექტორი გიორგი ჭყონიაა.
არქიტექტორი, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, არქიტექტორული ბიურო „მიდამოს“ მფლობელია. ჭყონიაა მთავარი არქიტექტორია ,,სილქ როუდ ჯგუფის" პროექტის, რომლის მიხედვითაც ელბაქიძეზე ახალი უბანი უნდა აშენდეს. ასევე, ,,ანაგი ჯგუფის" “Park Home საბურთალოს”.
მმართველი პარტიის განმარტებით, ოფისის მშენებლობას ,,ქართული ოცნება" არ აფინანსებს და მშენებარე ოფისი იჯარა-გამოსყიდვის ან იჯარის ხელშეკრულებით უნდა იქირაოს პარტიამ. რის შესახებაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ინფორმაცია გასაჯაროვდება.