მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ ფლობს წიაღის მოპოვების ყველაზე ძვირადღირებულ ლიცენზიებს - რეიტინგი

6279134ee5554
შოთა ტყეშელაშვილი
09.05.22 23:30
4339
საქართველოს ექსპორტში წამყვანი პოზიციები უჭირავს მინერალური რესურსების ექსპორტს. ესაა სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, ოქრო და მინერალური წყლები. ამ ბუნებრივი რესურსების მოპოვების მრავალწლიან ლიცენზიებს საქართველოს მთავრობა გასცემს და ბოლო 30 წლის განმავლობაში სულ 8 ათასზე მეტი ლიცენზია გაიცა, რომლებშიც ინვესტორებმა ნახევარ მილიარდ ლარამდე გადაიხადეს.

კომპანიებს შორის ყველაზე ძვირადღირებული ლიცენზიების მფლობელია RMG ჯგუფი, რომელმაც 10 წლის წინ ოქროს და სპილენძის მადნების მოპოვებისთვის ლიცენზიებში ჯამში 200 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. ორი ყველაზე ძვირადღირებული - 110 მილიონი ლარის და 93 მილიონი ლარის ლიცენზიები სწორედ RMG ჯგუფის საკუთრებაა. მესამე ადგილზეა “IDS ბორჯომის” ლიცენზია, რომელმაც 2009 წელს შეძენილ ლიცენზიაში $8.2 მილიონი გადაიხადა. კომპანიამ ამასთანავე, მოპოვების რესურსების გაზრდისთვის სხვადასხვა წელს დამატებით 24 მილიონი ლარიც გადაიხადა. მეოთხე პოზიციას იკავებს “ჰაიდელბერგცემენტი”, რომლის შვილობილიც “თერჯოლა კარიერი” კირქვის მოპოვების ლიცენზიას ფლობს, რაშიც 20 მილიონ ლარზე მეტი აქვს გადახდილი. მეხუთე პოზიციაზეა “ჯორჯიან მანგანეზი”, რომელიც ჭიათურა-საჩხერეში მანგანუმის მოპოვების $6 მილიონიან ლიცენზიას ფლობს.

ყველაზე ძვირადღირებული წიაღის მოპოვების ლიცენზიები - TOP-20

1. ოქრო ბოლნისი დმანისი, შპს „RMG GOLD“ - ₾110,500,000, ფართობი 193.76 ჰა, მოქმედი ლიცენზია;
2. ოქრო ბოლნისი მარნეული დმანისი წალკა თეთრიწყარო, შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი“ (RMG ჯგუფი) - ₾93,500,000, ფართობი 865 ჰა, მოქმედი ლიცენზია;
3. მინერალური წყალი შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“, - ფასი $8,200,000, ასევე ₾8,924,346, ასევე ₾8496192, ₾2227127, ასევე ₾1,965,113,ლარი, ასევე ₾ 3,737,363. ფართობი - 3.4 ჰა, მოქმედი ლიცენზია;
4. კირქვა დედოფლისწყაროს რაიონი, შპს „თერჯოლა-კარიერი“ (დაკავშირებულია ჰაიდელბერგცემენტთან) ჯამური მოპოვება 31 413 800 ტ, ფასი - 20,357,864 ლარი, ფართობი 31.26 ჰა მოქმედი ლიცენზია;
5. კირქვა მარნეული შპს „რუგე კაპიტალი“ ჯამური მოპოვება 169261500 ტ, ფასი - 6,800,000$ 122,5 ჰა, ლიცენზია გაუქმებულია;
6. მანგანუმი საჩხერე - შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ 2007წ. - $6,050,000 , ფართობი 16,430 ჰა, ლიცენზია გაუქმებულია;
7. მანგანუმი ჭიათურა-საჩხერე შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ 2008-2011წ._ 1,600,000ტ მომდ.წ.ში - $6,050,000, ფართობი 16,430 ჰა, მოქმედი ლიცენზია;
8. კირქვა მარნეული შპს „პაიონიერ ცემენტ ინდასტრიზ ჯორჯია ლიმიტიდი“ ჯამური მოპოვება 169,261,500 ტ. ფასი - $3,300,000, ფართობი 122,5 ჰა, ლიცენზია მოქმედია;
9. ოქრო ბოლნისი RMG Copper - ₾9,500,000, ფართობი 26.28 ჰა, ლიცენზია მოქმედია;
10. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება (საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტური შელფის ნაწილზე), 30 წელი, ფასი - $2,200,000, ლიცენზია გაუქმებულია;
11. კირქვა დედოფლისწყარო შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ ჯამური მოპოვება 29 048 000 ტ, ფასი - ₾5,000,079, ფართობი - 26,7 ჰა, მოქმედი ლიცენზია;
12. მანგანუმი ონი შპს „მეტექს“ ჯამური მოპოვება 837972 ტ. ფასი - ₾4,013,192, ფართობი - 54,78 ჰა, ლიცენზია გაუქმებულია;
13. ოქრო მარტვილი - შპს „საქართველოს სამთო საქმიანობის კომპანია“, ფასი - ₾3,150,000, ფართობი 1607 ჰა, ლიცენზია გაუქმებულია;
14. მინერალური წყალი, ჩოხატაურის რაიონი, სს „წყალი მარგებელი“ 213.1 მ3/დღიურად, ფასი - 3,025,000 ლარი, ლიცენზია მოქმედია;
15. ოქრო ადიგენი შპს „გოლდ ლენდი”, ფასი - ₾2,862,125, ლიცენზია მოქმედია;
16. მინერალური წყალი ბორჯომი შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“, მოცულობა 50,114.5 მ3/წელიწადში, ფასი - 2,802,065 ლარი, ფართობი 0.14 ჰა, ლიცენზია მოქმედია;
17. კირქვა დედოფლისწყარო შპს „რუსთავის ფოლადი“ ჯამური მოპოვება წელიწადში არანაკლებ 300,000 ტონა, ფასი - 2,180,907 ლარი, ფართობი 8,45 ჰა, ლიცენზია მოქმედია;
18. ნახშირი ტყიბული ამბროლაური შპს „საქნახშირი“ ჯამური მოპოვება 233,298,000 ტონა, ფასი - 1,650,000, ფართობი 5480 ჰა შპს "საქნახშირი", ლიცენზია მოქმედია;
19. ოქრო ქარელი ხაშური სს „გოლდსეპტ საქართველო“ - ₾1,540,000, ლიცენზია მოქმედია;
20. ბუნებრივი აირი ასპინძა შპს „ვარძია“ ბრძანების შესაბამისად, ფასი - 1,500,000 ლარი, ფართობი 0,32 ჰა, ლიცენზია მოქმედია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები