გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულ უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანია BP-ს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. კომპანიის ხელმძღვანელის პოზიცია ამჯერად Woodside Energy-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მეგ ო’ნილიმ დაიკავა, რომელიც CEO-ს თანამდებობაზე მური აშინქლოსს ჩაანაცვლებს.
როგორც ცნობილია, ო’ნილიმ BP-ს მომდევნო 6 წლის განმავლობაში უნდა უხელმძღვანელოს, თუმცა ეს მარტივი ნამდვილად არ იქნება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიამ ბოლო 6 წელიწადში 4 დირექტორი გამოიცვალა.
ო’ნილის განცხადებით, მისი მიზანი BP-ის ბიზნესის განვითარება და წარმოების გაზრდა იქნება, რაც ბოლო პერიოდში კომპანიისთვის მთავარ გამოწვევად იქცა.
ცნობისთვის, რომ ო’ნილის ამერიკულ ExxonMobil-ში მუშაობის 23-წლიანი გამოცდილება აქვს. ამასთან, ის იყო American Petroleum Institute-ის და Australian Energy Producers-ის ასოციაციების საბჭოების წევრი.




























