მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ გახდება რუსული Sistema-ს ახალი დირექტორი?

ფელიქს

რუსული საინვესტიციო ჰოლდინგის, Sistema-ს პრეზიდენტი ტაგირ სიტდეკოვი პოსტს ტოვებს. არსებული ინფორმაციით, მის ადგილს კომპანიის დამფუძნებლის შვილი, ფელიქს ევტუშენკოვი დაიკავებს.

ტაგირ სიტდეკოვი ჰოლდინგს სათავეში 2022 წლის ივლისიდან ედგა, ხოლო გასულ წელს მას უფლებამოსილება 2028 წლის ივლისამდე გაუხანგრძლივდა. მანამდე ის კომპანიაში ძირითადად სამედიცინო და ფარმაცევტულ აქტივებს ხელმძღვანელობდა, თუმცა, როგორც ირკვევა, მისი გადაყენების გადაწყვეტილება უშუალოდ ვლადიმერ ევტუშენკოვმა მიიღო, რომელიც კომპანიის დამფუძნებელი ოლიგარქია. ცნობისთვის, მისი ქონების შეფასება დაახლოებით $1.6 მილიარდს შეადგენს.

რაც შეეხება ფელიქს ევტუშენკოვს, ის ამჟამად ჰოლდინგის უფროსი მმართველი პარტნიორია და კომპანიის აქციების დაახლოებით 15%-ს ფლობს. Sistema-ში იგი დეველოპმენტის, სამომხმარებლო და ტექნოლოგიურ მიმართულებებს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2019 წლიდან სატელეკომუნიკაციო გიგანტ МТС-ის დირექტორთა საბჭოს წევრია და ამჟამად მას უდგას სათავეში.

ანალიტიკოსების შეფასებით, კომპანიის სათავეში დამფუძნებლის ვაჟის მოსვლა, რომელიც პორტფელს კარგად იცნობს, სტრატეგიის მკვეთრ ცვლილებას არ მოასწავებს. თუმცა, იმ მენეჯერის წასვლა, რომელსაც კონტრაქტი 2028 წლამდე ჰქონდა, შესაძლოა, მსხვილი აქციონერების განწყობაზე ნეგატიურად აისახოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები