მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ ისარგებლებს "ვისოლის" ახალი მაღალტექნოლოგიური სისტემით?

6049cb4fdcdd2
ლიკა გურაბანიძე
11.03.21 21:05
924

"ვისოლი" კორპორატიულ მომხმარებლებს ახალ სერვისს სთავაზობს. სიახლე კორპორაციული მომხმარებლისთვის ავტოპარკის მართვის სრულყოფის მიზნით მაღალტექნოლოგიური GPS + TAG სისტემის გამოყენებას ეხება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს საწვავის დაცული და გამარტივებული ტრანზაქციები განახორციელონ, სრულყოფილად აკონტროლონ ავტომობილის გადაადგილება და საწვავის მოხმარება.

როგორც “საქმიან დილაში” "ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ განაცხადა, ახალი სისტემა საწვავის ნაკლებ ხარჯვას შეუწყობს ხელს და ის სრულად მომხმარებლების ინტერესებზე იქნება მორგებული.

“ახალი პროდუქტი არის საწვავის ჩასხმის და მოხმარების სრული სინქრონიზაცია. ჩვენ წლების განმავლობაში ვხვდებოდით იმ ხელმძღვანელებს, ვინც ტრანსპორტში საწვავის ხარჯვას აკონტროლებენ. მათთან ერთად გვინდოდა ბაზრისთვის ისეთი ეფექტური საშუალება შეგვეთავაზებინა, რაც საწვავის არამიზნობრივ ხარჯვას მინიმიზაციას გაუკეთებდა. დღევანდელი შედეგი არის იმ გამოცდილების და ცოდნის სინთეზი, რომელიც პროდუქტად გადაიქცა, რაც ჩასხმის იდენტიფიცირებას უწყობს ხელს. კერძოდ, იდენტიფიცირებულ მანქანაში საწვავის ჩასხმა ზუსტი ოდენობით მოხდეს და შემდგომ კონტროლქვეშ იყოს მისი ხარჯვა როგორ მოხდება და რა ლოკაციებზე.

მომხმარებლებს პროდუქტი სწორ დროს და სწორ პირობებში უნდა შესთავაზო. დღევანდელ რეალობაში თითოეულ ლიტრს და საწვავის წვეთს მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ნებისმიერ ინდუსტრიას, რომელსაც ბევრი ნავთობპროდუქტის ხარჯვა უწევს, საშუალებას ვაძლევთ ამ სერვისით ისარგებლონ. მნიშვნელოვანია, რომ საწვავის არამიზნობრივი ხარჯვა არ მოხდეს.” - განმარტა ხორავამ.

ასევე გადაცემაში როგორც "ვისოლის" გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ კიკვაძემ აღნიშნა, კომპანიისთვის ისეთი პროდუქტის შექმნა იყო მნიშვნელოვანი, რაც მომხმარებლებს კომფორტს შეუქმნიდა.

“ამ სერვისით უფრო ნაკლები რაოდენობით საწვავს ვყიდით, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებისთვის სწორი და სანდო პარტნიორები ვიყოთ. მხოლოდ საწვავის რეალიზატორები არ ვართ, ჩვენ მომხმარებლების პარტნიორები ვართ და ამ სისტემის ჩაშვების საბოლოო შედეგამდე სწორედ მომხმარებლებთან ერთად მოვედით.

ტექნიკურად რომ წარმოვიდგინოთ, ეს მოწყობილობაა, რომელიც ავტომობილის ავზთან მონტაჟდება, ხოლო ბენზინგასამართ სადგურზე მეორე სპეციალური მოწყობილობაა, რომელიც მის ამოცნობას ახდენს. შედეგად საწვავის ჩასხმა მხოლოდ იმ კონკრეტული ავტომობილის ავზში ხდება, რომელიც მენეჯერმა წინასწარ განსაზღვრა. საწვავის ლიმიტის დაწესება და ნებისმიერი საჭირო ოპერაცია მარტივად ხდება. ამის შემდგომ სერვისის მეორე ნაწილია, რაც GPS სისტემას მოიცავს. ამ ორი სერვისის დაკავშირებით მომხმარებელს მთავარი ხიბლი აქვს, რომ ერთ სივრცეში ყველაფერი მარტივად მართოს - ჩასხმა, ხარჯვა და გადაადგილება.

საწყის ეტაპზე კომპანიები მას უსასყიდლოდ დაამონტაჟებენ და მართავენ.” - აღნიშნა კიკვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები