მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ იყვნენ პირველი ფეხბურთელები, რომლებშიც წლების წინ რეკორდული თანხა გადაიხადეს?

63e25803bce3e
ირაკლი მოდებაძე
08.02.23 00:05
1188

1979 წელს 1 მილიონი ფუნტი იყო ის ისტორიული გადასახადი, რომელიც "ნოტინგემ ფორესტმა’’ "ბირმინგემ სიტის’’ ტრევორ ფრენსისის გასაფორმებლად გადაუხადა.

"ნოტინგემის’’ მენეჯერმა ბრაიან კლაფმა, ფეხბურთელის წარდგენისას ისიც კი თქვა, რომ ტრევორში მილიონის ნაცვლად 999 ათასი ფუნტი იყო გადახდილი. მოგვიანებით ეს ნათქვამი იმით ახსნა, რომ მასში გადახდილ ღირებულებას არ უნდოდა ფრენსისზე უარყოფითი მენტალური გავლენა მოეხდინა .

იმ სეზონში გუნდმა ჩემპიონთა თასის ფინალში გასვლა მოახერხა და გამარჯვების გოლი სწორედ ტრევორმა გაიტანა, რომელმაც გულშემატკივრების თვალში საკუთარი ღირებულების ,,გამოსყიდვა’’ მოახერხა. 

თუმცა პირველ მილიონიან ფეხბურთელთან დაკავშირებით კამათი დღემდე გრძელდება, რადგან ფრენსისის ტრანსფერამდე 4 წლით ადრე, 1975 წელს  "ნაპოლიმ’’ "ბოლონიადან’’ შემტევი, ჯუზეპე სავოლდი 2 მილიარდ თურქულ ლირად შეიძინა. 2 მილიარდი ლირა იმ დროისთვის უტოლდებოდა 1 მილიონ ფუნტს, თუმცა ევროპულ ფეხბურთში, რადგანაც ოფიციალურ ვალუტად ევრო, დოლარი და ფუნტია მიღებული, საფეხბურთო ისტორიას პირველ მილიონი ფუნტის ღირებულების ფეხბურთელად ტრევორ ფრენსისის სახელი შემორჩა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები