მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ მიიღებს გარდაცვლილი სილვიო ბერლუსკონის ქონებას? - ანდერძი გასაჯაროვდა

64a6c5ee5a805
გიორგი თოლორდავა
06.07.23 18:12
940
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის ანდერძი გასაჯაროვდა. გარდაცვლილი პოლიტიკოსის ქონებას მისი ოჯახი მიიღებს, კერძოდ, აქტივები ხუთ შვილზე გადანაწილდება.

Forbes-ის შეფასებით, ბერლუსკონის ოჯახის ქონება 6 მილიარდ 800 მილიონ დოლარს შეადგენს, ამ ქონების უდიდეს ნაწილს კი ბერლუსკონის უფროსი შვილები, მარინა და პიერი მიიღებენ.

აქტივების გადანაწილების პრინციპი საკმაოდ მარტივია: პირველი ქორწინებიდან გაჩენილი შვილები ქონების 60%-ს მიიღებენ, თანაბარი გადანაწილებით. ხოლო დარჩენილი 40% მეორე ქორწინებაში გაჩენილ სამ შვილზე გადანაწილდება.

აღსანიშნავია, რომ მარინა და პიერი ბერლუსკონის კომპანიების მართვის პროცესში წლების განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, უმცროს შვილებს კი ბიზნესთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ.

გარდა ამისა, ბერლუსკონის ქონებიდან 100 მილიონ ევროს მისი ცოლი, მარტა ფრანჩინა მიიღებს. აგრეთვე 100 მილიონს მიიღებს სილვიოს უმცროსი ძმა, პაოლოც. 30 მილიონი ევრო კი სილვიოს ბავშვობის მეგობარს, მარჩელო დელ’უტრის დარჩება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები