9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება, თუმცა ღირს აღნიშვნად, რომ მეორე მსოფლიო ომი არც 1941 წლის 22 ივნისს დაწყებულა და მითუმეტეს, არ დასრულებულა 1945 წლის 8 ან 9 მაისს. რაც შეეხება მეორე მსოფლიო ომის ეკონომიკას, სწორედ ამ დასათაურებით არსებობს წიგნი, რომელიც გამოჩენილმა ეკონომისტმა მარკ ჰარისონმა დაწერა, რომელსაც დეტალურად აქვს აღრიცხული დანახარჯები დოლარებში 1945 წელს და ასევე, ანალოგიური აქვს გადაყვანილი 2005 წლის ფასებში. მაშ ასე ავიღოთ 7 მთავარი ქვეყანა, რომლებიც სრულად და ბოლომდე იყვნენ ჩართული მოწინააღმდეგე პოზიციებზე მეორე მსოფლიო ომში. ჰარისონის დათვლებით
1945 წელს ქვეყანა / წელი/ დანახარჯები/ფასები
დიდი ბრიტანეთი 1945 წელი $120 მლრდ
გერმანია 1945 წელი $272 მლრდ
იტალია 1945 წელი $94 მლრდ
საბჭოთა კავშირი (სსრკ) 1945 წელი $128მლრდ
აშშ 1945 წელი $288 მლრდ
საფრანგეთი 1945 წელი $15 მლრდ
იაპონია 1945 წელი $56მლრდ
რაც შეეხება ამ თანხების კონვერტირებას 2005 წელზე, და ფასებზე 2005 წლისთვის, ავტორი მიიჩნევს რომ
ქვეყანა / წელი/ დანახარჯები/ფასები
დიდი ბრიტანეთი 2005 წელი $1,260 ტრლნ
გერმანია 2005 წელი $2,857ტრლნ
იტალია 2005 წელი $987 მლრდ
საბჭოთა კავშირი (სსრკ) 2005 წელი $1,344ტრლნ
აშშ 2005 წელი $3,024 ტრლნ
საფრანგეთი 2005 წელი $158 მლრდ
იაპონია 2005 წელი $588მლრდ
ცხადია, რომ ლენდლიზის და ყველა სხვა დანახარჯის თუ პროექტის გათვალისწინებით, ყველაზე მეტი მეორე მსოფლიო ომისთვის ფინანსური თვალსაზრისით გაიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. მათი ხარჯის მეორე მსოფლიო ომში აღემატება საბჭოთა კავშირის და ინგლისის საერთო დანახარჯებსაც. გერმანიის ხარჯები დაახლოებით იგივეა რაც შეერთებული შტატებისა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოკავშირეების ამერიკა-საბჭოთა კავშირი - ინგლისის დანახარჯები 1,5ჯერ აღემატება მეორე მხარის ანუ დაპირისპირებული გერმანია-იტალია-იაპონიის დანახარჯებს. თუმცა, ღირს აღნიშვნად რომ გერმანიის მხარს იყო მისი მიერ დაპყრობილი ევროპის ქვეყნების ეკონომიკები, და მათ შორის ნეიტრალი სახელმწიფოებისგან გარკვეული მიწოდებები. არც მოკავშირეთა მეორე ბანაკი იყო სხვა სახელმწიფოებისგან მიტოვებული ან გნებავთ მოტოვებული, კანადა, ავსტრალია, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა და სხვები მხარს უჭერდნენ მთავარ ტრიუმვირატს ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში. აი, ეს არის რეალობა მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით და რაც უფრო მეტად ჩავხედავთ ისტორიის დეტალებს, სრულიად სხვა და სამართლიანი რაკურსით დავინახავთ დიდებულ პერიოდს, როცა ბოროტებაზე დამარცხებასთან ერთად, მსოფლიოს სრულიად ახალი და დაბალანსებული წესრიგი ჩამოყალიბდა. სისტემა და წესრიგი რომელიც სრულ ტრანსფორმაციას და ცვლილებას გადის ამ პერიოდში, რისი მომსწრენიც თითოეული ჩვენგანია და არავინ იცის როგორ დასრულდება ეს გადალაგება, მაგრამ მსოფლიო ისტორიის ახალი ფურცელი რომ იშლება და თითოეული თქვენგანი ამის მომსწრეა, ეს არის ფაქტი. წარმატებები და იღბალი საქართველოს მსოფლიოს თვითგამორკვევის გლობალურ გზაზე და ლაბირინთებში.


































