მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ სად დაინფიცირდა? - კოვიდ-გეოგრაფიული სტატისტიკა

610f7fdca3a2e
ინგა მურუსიძე
08.08.21 10:52
1290
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 969 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 318 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 651 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.96%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.62% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.64%.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა, აჭარა - 595, იმერეთი - 415, ქვემო ქართლი - 139, შიდა ქართლი - 155, გურია - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 210, კახეთი - 262, მცხეთა-მთიანეთი -59, სამცხე-ჯავახეთი - 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 41 187 საიდანაც: 6 511 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 055, აჭარაში - 876, იმერეთში - 938. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 308 პირი, მათ შორის, თბილისში - 582, აჭარაში - 132, იმერეთში -294. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 288 პირი, მათგან თბილისში - 192, აჭარაში - 16, იმერეთში - 18. 2 533 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 156 - თბილისში, 812- აჭარაში. 32 143 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 7 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 002 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 346 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 299, პირი, აჭარაში - 5 016, იმერეთში - 3 771", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები