პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე იმ დეპუტატების კანდიდატურებს უყარეს კენჭი, რომლებიც „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატებს შეცვლიან.
გიორგი ამილახვარს გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლის, ირაკლი კოვზანაძეს - თენგიზ შარმანაშვილი, გიორგი ხელაშვილს - მერაბ ქვარაია, ნინო იობაშვილს - სალომე ქურასბედიანი, ვლადიმერ ჩაჩიბაიას - ირაკლი კირცხალია.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ამილახვარი განათლების და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა, კოვზანაძემ დამოუკიდებელი საქმიანობა გააგრძელა, გიორგი ხელაიამ პარლამენტის აპარატში გადაინაცვლა, ხოლო ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერის მრჩევლებად დაინიშნენ.
პროცედურის თანახმად, დეპუტატობის კანდიდატებს პარლამენტის სესიაზე უნდა უყარონ კენჭი.