მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ შედის კომისიაში, რომელმაც უმაღლესი განათლების რეფორმა მოამზადა?

განათლების რეფორმა

16 ოქტომბერს "ოცნების" მთავრობამ უმაღლესი განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა, რომელმაც სფეროს ექსპერტებისგან უკვე დაიმსახურა არაერთი კრიტიკული შეფასება.

კონცეფციის თანახმად, ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, თბილისთან ერთად უნდა შეიქმნას მეორე ძირითადი საუნივერსიტეტო კერა და ეს არის ქუთაისი. ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სკოლებში 11-წლიან სასწავლო პროგრამა იქნება, ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა 1-წლიანი.

უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისია წლის დასაწყისში, მთავრობის 20 იანვრის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა. კომისიის თავმჯდომარე "ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძეა, ხოლო მისი მოადგილე განათლების მინისტრი გივი მიქანაძე.

კომისიის შემადგენლობა ასეთია:

  1. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე – კომისიის თავმჯდომარე;
  2. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
  3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში ლევან იზორია – კომისიის მდივანი;
  4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი – კომისიის წევრი;
  5. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი – კომისიის წევრი;
  6. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე - კომისიის წევრი;
  7. საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია – კომისიის წევრი;
  8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე – კომისიის წევრი;
  9. საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე – კომისიის წევრი;
  10. საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე – კომისიის წევრი;
  11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი - კომისიის წევრი;
  12. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე – კომისიის წევრი;
  13. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი – კომისიის წევრი;
  14. თბილისის მერი კახა კალაძე - კომისიის წევრი.

დადგენილებით განისაზღვრა ისიც, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა უნდა მიეღო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ლაშხს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები