მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ შეიძინა მესტიის რეზიდენცია?

5df39dda526d0
შოთა ტყეშელაშვილი
13.12.19 18:27
9860
საქართველოს პრეზიდენტის მესტიის ყოფილი რეზიდენციის შენობა დღეს საჯარო აუქციონის შედეგად 7,510,000 ლარად გაიყიდა. აუქციონზე დაფიქსირებული ფასი მის საწყის ღირებულებასთან შედარებით 308%-ზე მეტი იყო, რადგანაც რამდენიმე საათის განმავლობაში 4 პოტენციური მყიდველი ერთმანეთს ობიექტზე უფრო მაღალი ფასის დაფიქსირებაში ეჯიბრებოდა. საბოლოოდ აუქციონში გამარჯვება კომპანია "აიღვინისსახლმა" მოიპოვა. 

ამ გამარჯვებით, კომპანია კისრულობს ვალდებულებას 42 თვის ვადაში ადგილზე ფუნქციონირებადი სასტუმრო შექმნას. თანხის გადახდა კი 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოხდეს. 

შპს "აიღვინისსახლი" 2014 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელსაც ძველ თბილისში მდებარე სასტუმრო და რესტორანი "Vinotel"-ი ეკუთვნის. კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ბენედიქტე ქაშაკაშვილია. 

მესტიის რეზიდენცია 2011 წელს აშენდა, ის 2,592 კვ. მეტრ მიწას და 11,310 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობებს მოიცავს (ს/კ 42.06.41.029).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები