მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ ყიდულობს რუსულ ბრილიანტებსა და ძვირფას თვლებს?

ბრილიანტი

ევროკომისიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთიდან ბრილიანტისა და ძვირფასი თვლების ექსპორტის აკრძალვას ისახავს მიზნად.

უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი ბრილიანტის უმსხვილესი მომპოვებელია და ის გლობალური ბაზრის 35%-ს აკონტროლებს. მისი წლიური წარმოების მაჩვენებელი 42 მილიონი კარატს შეადგენს და ძვირფასი თვლების რეალიზაციით ქვეყანა წლიურად საშუალოდ 4 მილიარდი დოლარის შემოსავალს იღებს.

წარმოგიდგენთ რუსული ბრილიანტის შემსყიდველი სახელმწიფოების რეიტინგს:

1. ბელგია - $1.9 მილიარდი
2. არაბთა საამიროები - $1.3 მილიარდი
3. ინდოეთი - $884 მილიონი
4. ისრაელი - $400 მილიონი
5. ბოტსვანა - $80 მილიონი

სავარაუდოდ, ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი რუსული პროდუქციის ექსპორტს სწორედ ბელგიაში შეზღუდავს, რომელიც ძვირფასი თვლებისა და სამკაულების რეგიონული ჰაბის როლს ასრულებს ევროპაში.

აქვე, წარმოგიდგენთ ბრილიანტის მომპოვებელი სახელმწიფოების რეიტინგს ბაზრის წილის მიხედვით:

1. რუსეთი - 35%
2. ბოტსვანა - 21%
3. კანადა - 14%
4. კონგო - 8%
5. ავსტრალია - 7%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები