მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინც ბოროტების გზას ირჩევს, საკუთარ თავს ანადგურებს - ზელენსკი რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე

6496d3d994bd6
მარიამ იზორია
24.06.23 15:55
892
უკრაინის პრეზიდენტი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს Twitter-ზე ეხმაურება.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რუსეთის სისუსტე აშკარაა და რაც უფრო დიდხანს დატოვებს უკრაინაში საკუთარ ჯარს, მით მეტი პრობლემა შეექმნება. მისივე თქმით, უკრაინას შეუძლია დაიცვას ევროპა რუსული ბოროტების გავრცელებისგან.

„ყველა ვინც ბოროტების გზას ირჩევს, საკუთარ თავს ანადგურებს. ის, ვინც სახელმწიფოს ატერორებს რაკეტებით და იმცირებს თავს „შაჰედის“ საბრძოლო დრონების მისაღებად. იმას ვისაც სძულს ხალხი და ასიათასობით ადამიანს ომში აერთიანებს, საბოლოოდ კი ბარიკადს იღებს მოსკოვში იმისგან, ვინც თავად შეაიარაღა. დიდი ხნის განმავლობაში რუსეთი თავისი სისუსტის და მისი ხელისუფლების სისულელეების დასაფარად პროპაგანდას იყენებდა. ახლა კი რუსეთში იმდენი ქაოსია, რომ ამას ვერცერთი ტყუილი ვერ მალავს. ეს ყველაფერი კი ერთი ადამიანის გამოა, ადამიანის, რომელიც იმუქრება 1917 წლით.

რუსეთის სისუსტე აშკარაა და რაც უფრო დიდხანს ტოვებს რუსეთი თავის ჯარს ჩვენს მიწაზე, მით მეტი ქაოსი, ტკივილი და პრობლემები ექნება მას მომავალში. ესეც აშკარაა. უკრაინას შეუძლია დაიცვას ევროპა რუსული ბოროტებისა და ქაოსის გავრცელებისგან. ვინარჩუნებთ ჩვენს გამძლეობას, ერთიანობას და ძალას. ჩვენმა ჯარისკაცებმა თუ მეთაურებმა იციან რაც უნდა გააკეთონ. დიდება უკრაინას“,- წერს ზელენსკი.

რუსეთში ვითარება 23 ივნისს დაიძაბა, როცა კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა მათ დანაყოფზე სარაკეტო თავდასხმაში. პრიგოჟინის მტკიცებით, ამ თავდასხმას „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა. პრიგოჟინმა ასევე განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლით დაიძრა, რათა აღადგინოს "სამართლიანობა". დღეს დილით კი “ვაგნერის” ოფიციალურ ტელეგრამ არხზე პრიგოჟინის მიმართვა გავრცელდა, სადაც ამტკიცებს, რომ როსტოვში სამხედრო ობიექტებზე კონტროლი დაამყარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები