მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

VinePair-მა კახეთი 2023 წლის ღვინის საუკეთესო მიმართულებად დაასახელა

645905ee8068c
BM.GE
08.05.23 18:50
911
10 საუკეთესო ღვინის რეგიონი, რომელსაც 2023 წელს უნდა ესტუმრო - ტოპ ათეულში საქართველო პირველ ადგილს იკავებს.

სტატია VinePair-ზე გამოქვეყნდა. როგორც ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, VinePair ერთ-ერთი მსხვილი გამოცემაა, რომელიც ღვინოსა და სხვა სასმელებზე წერს. გამოცემა მკითხველს საქართველოში მოგზაურობას და კახეთში ღვინის დაგემოვნებას ურჩევს. საუკეთესო მიმართულებად საქართველოსთან ერთად საფრანგეთი, პორტუგალია, პერუ, იტალია, ესპანეთი, ხორვატია, ახალი ზელანდია და აშშ დასახელდა.

„ღვინის მომზადების უძველესი ტექნიკა საქართველოში იღებს სათავეს. ამიტომ სულ არ არის გასაკვირი, რომ ახლა საქართველო ღვინის პოპულარული რეგიონია.

ღვინის წარმოების 8 ათასწლოვანი ისტორიით საქართველო ღვინის სამშობლოდ არის მიჩნეული. დღეს ქართული ღვინო სწრაფად ხდება პოპულარული და ექსპორტი ყოველწლიურად რეკორდულად იზრდება. ეს ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, ტურისტულ ბუმს და ეკონომიკის გაზრდას. ამიტომ თუ ხართ სასმელების მოყვარული დაჯავშნეთ თქვენი მოგზაურობა საქართველოში“, - წერს გამოცემის მიმომხილველი ჰანა სტაბი.

„ღვინოში ჩასაძირად კახეთზე უკეთესი რეგიონი არ არსებობს. ეს საქართველოში ღვინის წარმოების საუკეთესო რეგიონია. თბილისიდან ერთი საათის სავალზე მდებარე რეგიონში საუკეთესო ყურძნის ჯიშებია, მათ შორისაა: საფერავი და რქაწითელი. ღვინის ფერმენტაცია თიხის ჭურჭელში, ქვევრში ხდება. ეს ტრადიცია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული“, - წერს ჰანა სტაბი.

სტატიაში კახეთის მარნები, ღვინის ქარხნები და მუზეუმებია მიმოხილული. გამოცემა ასევე წერს, რომ წინანდლის მამულში სტუმრებს ვენახებთან ერთად შეუძლიათ დაათვალიერონ 1814 წელს გამოშვებული ღვინო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები