დაანონსებული კრიზისი არ შედგა - ეს განცხადება ნათია თურნავას ეკუთვნის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს გუშინ BMGTV-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" სტუმრობისას, წამყვანმა ჰკითხა: "რამ წარმოშვა კრიზისი ეროვნულ ბანკში" . თურნავა უარყოფს, რომ საფინანსო სექტორის მარეგულირებელში რაიმე სახის კრიზისის შეიქმნა. თურნავა ირწმუნება, რომ არსებულ მდგომარეობაში დიდი წვლილი ქვეყანაში არსებულმა პოლიტიზებულმა გარემომ ითამაშა. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გვარწმუნებს, რომ ეროვნულმა ბანკმა იპოვა ფორმულა, რომლითაც სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენაზე მუშაობენ, ეს ფორმულა კი კანონში ერთგვარ ცვლილებებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც, მენეჯმენტის საკითხი გაუმჯობესდება.