უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, ორბანი პუტინს შეხვდება და უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებას განიხილავს.
"მშვიდობიანი მისიის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. მთავრობის მეთაური რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება", - განაცხადა ბერტალან ჰავაშმა.
ვიქტორ ორბანი 2 ივლისს კიევში იმყოფებოდა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა.