მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიქტორ წილოსანი: ბიზნესი უარს ამბობს მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე, ვინაიდან თბილისში პარკირება ძალიან იაფია

ვიქტორ წილოსანი

დედაქალაქში მიწისქვეშა პარკინგების მოწყობაზე თბილისის მერიაში 2018 წლიდან საუბრობენ. როგორც 2018 წელს კალაძე ამბობდა, თბილისში 10 ლოკაციაზე განიხილებოდა მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა.

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ამბობს, რომ შეთავაზება თბილისის მერიის მხრიდან კვლავ ძალაშია, თუმცა იმის გამო, რომ ქალაქში პარკირების საფასური დაბალია, ბიზნესისთვის ამ ინფრასტრუქტურის მოწყობა საინტერესო არ არის.

წილოსანის თქმით, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა ისეთ ლოკაციებზე განიხილებოდა, როგორიცაა ფილარმონიის, გეგეშიძის ბაღის, ვარკეთილის მეტროს და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიები.

“ეს შეთავაზება დღემდე ძალაშია, თუმცა ვინაიდან დღეის მდგომარეობით თბილისში პარკირება არის ძალიან იაფი, სამწუხაროდ, ბიზნესი უარს ამბობს ამ ინფრასტრუქტურის გაკეთებაზე. მუნიციპალიტეტი მზად იყო მიწა გადაეცა უფასოდ იმ შემთხვევაში, თუ [დაინტერესებული ბიზნესი] მხოლოდ მიწისქვეშა პარკირებას მოაწყობდა. დღემდე ეს შეთავაზება ძალაშია, საჯაროა, ბიზნესმა იცის ამ შეთავაზების შესახებ, თუმცა იმის გამო, რომ პარკირება არის ძალიან იაფი, ბიზნესი არ ინტერესდება", - ამბობს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი, ვიქტორ წილოსანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები