მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოიყოფა თუ არა დამატებითი საპარკინგე ადგილები სადისტრიბუციო მანქანებისთვის? - მერიის პასუხი

645a2b5e7991c
ინგა მურუსიძე
09.05.23 15:44
767
უკვე არაერთი თვეა, დისტრიბუტორები საპარკინგე ადგილების გამოყოფას ითხოვენ. “დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის” ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ BMGTV-ს გადაცემა “წერტილში” სადისტრიბუციო ბიზნესის სწორედ ამ გამოწვევაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა საპარკინგე ადგილების ნაკლებობაა, რაც ყოველთვიურად კომპანიებს ჯარიმების სახით სოლიდური თანხა უჯდებათ. ივა ჭყონიას ინფორმაციით, დაპირებული 500 ადგილიდან მერიამ მხოლოდ 130 გამოყო, რაც არასაკმარისია.

“5 000-მდე სავაჭრო წერტილია და ეს როგორ იქნება საკმარისი. პასუხი იყო, რომ თქვენ მიერ მოწოდებულ ადგილებში საპარკინგე ადგილების გამოყოფა არ ხერხდებაო და დამატებით სია მოგვთხოვეს. სია გადავუგზავნეთ, მაგრამ ეს იმდენად გრძელვადიანი პერიოდია და დროში გაწელილია, რომ ჩვენთვის მძიმე ტვირთი იქნება“, - განაცხადა მან.

bm.ge საკითხზე მერიის პოზიციიდანაც დაინტერესდა, იგეგმება თუ არა დამატებითი საპარკინგე ადგილების გამოყოფა, ან რაიმე ფორმის ფინანსური შეღავათის დაწესება, იგივე ჯარიმების მიმართულებით სადისტრიბუციო კომპანიებისთვის, რომლებსაც საპარკინგე ადგილების არარსებობა ფინანსურ პრობლემებს უქმნის. როგორც ჩანს, მერიაში ამ საკითხზე მსჯელობა აღარ გაგრძელდება.

“550 მოთხოვნილი ადგილიდან დავუკმაყოფილეთ 130, ვინაიდან დანარჩენი იყო ტროტუარზე ან გზის სავალ ნაწილზე. რა თქმა უნდა, სამართალდარღვევაზე ვერავითარი შეღავათი ვერ დაწესდება”, - უთხრეს bm.ge-ს მერიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები