მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვირუსი მკვლელი არ არის, ვიყოთ კარგ განწყობაზე და ვიბრძოლოთ სიცოცხლის გადარჩენისთვის" - ექიმი

5e83040d14884
ინგა მურუსიძე
31.03.20 13:00
4767
აზრი იმის შესახებ, რომ covid ვირუსი მკვლელია, არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა.

„აზრი იმის შესახებ, რომ კოვიდი მკვლელია, არ შეესაბამება სიმართლეს. თუ მიზანმიმართულად ვუმკურნალებთ და პაციენტის მდგომარეობამ შეგვიწყო ხელი, აუცილებლად ყველა განიკურნება. ნუ გამოვიყენებთ ამ ვირუსს ფსიქოლოგიური ტეროტისთვის. ვიყოთ კარგ განწყობაზე და ვიბრძოლოთ სიცოცხლის გადარჩენისთვის“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 110 პაციენტი, მათგან 21 გამოჯანმრთელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები