სახელმწიფო პორტალ stopcov.ge-ის თანახმად, 12 აგვისტოს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 5,128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3,310 ადამიანი. ვებგვერდის თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსმა 49 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი - 2,236 ახალი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. მეორე ადგილზეა აჭარა 811 ახალი შემთხვევით, მესამეზე კი იმერეთი 537 ახალი შემთხვევით.
ბოლო 24 საათში COVID-19-ის ყველაზე ნაკლები - 24 შემთხვევა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ფიქსირდება.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 47 601 საიდანაც: 6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 068, აჭარაში - 898, იმერეთში - 964. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 355 პირი, მათ შორის, თბილისში - 586, აჭარაში - 139, იმერეთში - 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 311 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 22, იმერეთში - 18. 3 288 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 494 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 37 686 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.




























