მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელმაც იმერეთისა და რაჭაში საგზაო სამუშაოებისთვის ₾80 მლნ-იანი ტენდერი მოიგო

გზატკეცილი
26.06.24 11:04
558

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, 2024 წლის 15 მაისს გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული ცნობილია.

საქმე ეხება ₾80 000 000-ად შეფასებულ, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს New Road (ს/ნ 441993112) შეასრულებს.

ბიზნესრეესტრის მონაცემებით, კომპანია New Road-ი 2010 წლის 29 ოქტომბერს დარეგისტრირდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი დავით ჟღენტია.

კომპანიას ჯამში 218 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც მოგებული აქვს 83 ტენდერი, სავარაუდო საერთო ღირებულებით - ₾658 020 417.

ამასთან, New Road-ს მონაწილეობა აქვს მიღებული ერთ გამარტივებულ შესყიდვაში, ხელშეკრულების საერთო ღირებულებით - ₾6 814 803.

თავად კომპანიის მფლობელი, დავით ჟღენტი, პარტია “ქართული ოცნების” შემომწირველთა სიაში იყო ჯერ კიდევ 2017 წელს. ჟღენტმა “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მაშინ ₾30 000 შესწირა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შპს New Road-ს ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 კალენდარული თვე ეძლევა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოების ეტაპობრივად დასრულებისთვის.

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე არ არის დაკონკრეტებული, კონკრეტულად რომელ მუნიციპალიტეტებისა და საავტომობილო გზების რა მონაკვეთებს ითვალისწინებს ტენდერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები