მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის შემოჰყავს საქართველოში იახტები და სხვა მცურავი საშუალებები? - TOP-5 კომპანია

იახტა

2024 წლის 8 თვეში საქართველომ 4.06 მლნ აშშ დოლარის იახტები და სხვა მცურავი საშუალებები იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 35.2%-ით მეტია.

BM.GE დაინტერესდა, ვის შემოჰყავს საქართველოში იახტები და სხვა მცურავი საშუალებები ყველაზე დიდი რაოდენობით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, TOP-5 კომპანიის ჩამონათვალი ასეთია:

  1. ი.მ ლუკა ჭიჭინაძე
  2. შპს VITA - 2013 წელს რეგისტრირებული კომპანიის წილის 50%-ს მიხეილ წულაძე ფოლობს, 50% ეკუთვნის მიხეილ ბოგვერაძეს, რომელიც კომპანიის დირექტორიცაა;
  3. შპს ოკეანიუს 3 - 2023 წელს რეგისტრირებული კომპანია ლუკა კირკიტაძის საკუთრებაა. თავადაა დირექტორიც;
  4. შპს ტრანსპორტერი - 2015 წელს რეგისტრირებული კომპანიის 90% სერგო შუღაროვის საკუთრებაა, 10% აკაკი ალადაშილის. თუმცა, ალადადაშილის წილის მმართველიც შუღაროვია.
  5. შპს ჯი-თი გრუპი - 2005 წელს რეგისტრირებულ კომპანიას თანაბრად 33.3%-ად იყოფს სამი მფლობელი: გიორგი გველესიანი, გიორგი თავდიშვილი და თემურ უსტიაშვილი.

ცნობისთვის, ბოლო წლების განმავლობაში იახტების და კატერების ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი კომპანია Ramses Yachts-ი გაჩერებულია.

საქმე ის არის, რომ გიორგი ჩიკვაიძეს და მისი ბიზნესპარტნიორის ირაკლი პაპიაშვილის წინააღმდეგ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კერძოდ, საგამოძიებო სტრუქტურების ვერსიით, Ramses Yachts-მა კომპანია „ელთ ბილდინგისთვის“ 1 155 019 ლარის ღირებულების იახტის შეძენის ვალდებულება აიღო, მაგრამ ვერ შეასრულა. თავად ბიზნესმენი კი ირწმუნება, რომ ბიზნესში პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, როცა „ანტისახელმწიფოებრივი დავალების“ შესრულებაზე უარი თქვა.

ჩიკვაიძის კომპანიები, ჯერ "აზიმუტ"-ი და „Ramses Yachts"-ი მცურავი საშუალებების იმპორტს აშშ-დან, იტალიიდან და თურქეთიდან ახორციელებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები