მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისაც ქველმოქმედების სურვილი აქვს, [რუსული კანონის მიუხედავად] განახორციელებს უპრობლემოდ - მინისტრი

მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს "რუსული კანონის" ამოქმედების შემდეგ ონკოპაციენტი არასრულწლოვანების პროგრამები შეჩერდება.

"ძალიან გთხოვთ ყველას, მეტი პასუხისმგებლობით ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მწვავე დაავადებებთან ბრძოლას და ა.შ. ნუ დავთესავთ ყალბ პანიკას, იმიტომ რომ სახელმწიფო თვითონ უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც უკავშირდება მკურნალობას, საზღვარგარეთაც და საქართველოშიც. აქედან გამომდინარე, არავის მივცემ შესაძლებლობას, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით იყოს დაკავებული, ვისაც შეცდომა მოუვიდა და არასწორად გაავრცელა ინფორმაცია, ვურჩევდი სწორად გაეცნონ ინფორმაციას", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, "რუსული კანონი" ქველმოქმედებაში ხელისშემშლელ ვერ გახდება.

"ვინც ეხმარება ხალხს და ქველმოქმედებას ეწევა, არავისთვის არ შექმნილა რაიმე მიზეზი, რომ ხელი აიღოს ქველმოქმედებაზე. ვისაც ქველმოქმედების სურვილი აქვს, განახორციელებს უპრობლემოდ. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე მკურნალობის გარეშე შეიძლება დარჩეს ნუ უხეთქავთ ადამიანებს გულებს, არავინ მკურნალობის გარეშე არ დარჩება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები