დღეს, ვილაპარაკეთ, ყველაფერზე, დაწყებული საბაჟო პროცედურებით და დამთავრებული განახლებადი ენერგიით, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა ინვესტორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დღეს, ინვესტორთა საბჭოს შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. ბევრი საკითხი განვიხილეთ და მიმოვიხილეთ გასულ სხდომაზე განხილული საკითხების პროგრესი. პროგრესი მშვენიერია, რაც გვახარებს. დღეს, ვილაპარაკეთ, ყველაფერზე, დაწყებული საბაჟო პროცედურებით და დამთავრებული განახლებადი ენერგიით. თემები ნამდვილად მრავალფეროვანი იყო, ხოლო დისკუსია - პროდუქტიული“, - განაცხადა მან.
მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა - რაზე იმსჯელეს?