2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობა საერთო ჯამში 86.3 მილიონი ლარის გრანტებს მიიღებს. გრანტების ეს მოცულობა 2025 წელთან შედარებით, 26.4 მილიონი ლარით მეტია, თუმცა, 2024 წელთან შედარებით (189 მლნ ლარი) თითქმის განახევრებულია. კლება ძირითადად ევროკავშირის საგრანტო პროექტების შემცირებით არის განპირობებული, მაგალითად, 2024-ში ევროკავშირის გრანტები 67 მილიონ ლარს შეადგენდა, 2025 წელს ის 7 მილიონ ლარამდე შემცირდა, 2026 წელს კი ევროკავშირიდან მისაღები საგრანტო დაფინანსება 4.5 მილიონი ლარია.
ახალ საგრანტო პროექტებს შორის მთავრობა მომდევნო წელს აითვისებს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილ 15 მილიონ ლარს, რაც საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტს უკავშირდება. 13 მილიონ ლარს კი მთავრობა აითვისებს გერმანიის განვითარების ბანკისგან, რაც ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობის პროგრამას უკავშირდება.
2026 წელს მისაღები 86.4 მილიონი ლარის საგრანტო ბიუჯეტი პროექტების მიხედვით ასე ნაწილდება:
| პროექტის სახელი | ბიუჯეტი ლარი; |
| საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი (EIB (EU-NIP)) | 15,000,000 ლარი; |
| ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში (KfW) | 13,000,000 ლარი; |
| საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება (NEFCO, E5P) | 8,000,000 ლარი; |
| ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი (EU, EBRD, EIB) | 5,000,000 ლარი; |
| ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და შენობების ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან მიახლოება (KfW) | 5,000,000 ლარი; |
| მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა (DiMMA) (IFAD) | 4,500,000 ლარი; |
| აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (KfW, EU) | 4,500,000 ლარი; |
| აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (KfW, EU) | 4,500,000 ლარი; |
| ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება (AFD, EU) | 3,250,000 ლარი; |
| ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა საქართველოში (KfW) (KfW, EU-NIF) | 3,000,000 ლარი; |
| საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (AFD, ADB, EIB) | 3,000,000 ლარი; |
| აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი (E5P, SIDA, EBRD) | 3,000,000 ლარი; |
| თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი (E5P, CEB) | 2,300,000 ლარი; |
| დაცული ტერიტორიების განვითარება (WB-TF, CNF) | 2,300,000 ლარი; |
| პროფესიული განათლების პროგრამა 1 (KfW) | 2,100,000 ლარი; |
| მდგრადი ურბანული მობილობა (KfW) | 2,000,000 ლარი; |
| ქუთაისის წყალარინების პროექტი (EPTATF, EIB) | 1,800,000 ლარი; |
| იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) | 1,400,000 ლარი; |
| ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (ფაზა V) (KfW) | 700,000 ლარი; |
| ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა (KfW, EU-NIF) | 500,000 ლარი; |
| მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (KfW) | 500,000 ლარი; |
| 500 კვ ეგხ "წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი" (KfW, EU-NIF) | 400,000 ლარი; |
| გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW, EU-NIF) | 300,000 ლარი; |
| მდგრადი ურბანული განვითარება - ურბანული მობილობა ბათუმში (KfW) | 250,000 ლარი. |




























