მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვისი დაფინანსებით ვყიდილობთ დამატებით სამედიცინო აღჭურვილობას? - გაბუნიას პასუხი

611e151f5b1dd
თათია ჩაფიჩაძე
19.08.21 12:22
2890
საველე პოსპიტალებისთვის საჭირო საწოლებისა და აღჭურვილობის შეძენა მსოფლიო ბანკის, ევროპის სიანვესტიციო ბანკისა და UNOPS-ის მიმდინარე პროექტების ფარგლებში ხორციელდება - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც საველე ჰოსპიტლებში მობილიზებული სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვას შეეხებოდა.

თამარ გაბუნიამ ასევე განმარტა, რომ აღჭურვილობის ნაწილი ქვეყანამ გასულ წელს სარეზერვოდ შეისყიდა.

„დამატებითი სივრცეების და საწოლფონდის მობილიზებაზე სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგია პასუხისმგებელი. აღჭურვილობის შესყიდვა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის საშუალებით ხდება. მასთან ერთად ასევე მსოფლიო ბანკის მიმდინარე პროექტი მუშაობს. აღჭურვილობის ნაწილი ჩვენ უკვე სარეზერვოდ გასული წლის განმავლობაში მიმდინარე სესხის ფარგლებში შევისყიდეთ და ახლაც მიმდინარე პერიოდში ორი პროექტი მუშაობს, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერაა დაფინანსებული. ასევე UNOPS-ის, გაეროს ორგანიზაციების არსებული ხელშეკრულების ფარგლებში მოხერხდა ისე, რომ გარკვეული დანაზოგი არსებობდა და ამ დანაზოგით კიდევ დამატებითი საწოლების შესყიდვა ძალიან სწრაფ პერიოდში შესაძლებლობა გვაქვს. ზუსტ თანხას რა დაჯდა მისი მოწყობა მე ვერ დაგისახელებთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები