მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Vision Neue Klasse X - BMW-ს ახალი ქროსოვერი, Q6 e-tron - Audi-მ ახალი ქროსოვერი წარადგინა - კვირის მთავარი ავტოსიახლეები

AUTO

კვირის მთავარ ავტოსიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"

Tesla ჩინეთში წარმოებულ Model Y-ზე ფასებს ზრდის

1-ელი აპრილიდან ავტომწარმოებელი Tesla ჩინეთში აწყობილ Model Y-ზე ფასებს გაზრდის, - ინფორმაცია კომპანიამ Reuters-ს დაუდასტურა. ავტომწარმოებლის ცნობით, Model Y-ის ფასები ჩინეთში 5 000 იუანით გაიზრდება, თუმცა მანამდე, 22 მარტიდან, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ამავე მოდელის ფასები, საშუალოდ, 2 000 ევროთი მოიმატებს. კომპანიამ გასულ კვირას ამავე მოდელზე აშშ-ში ფასის 1 000 დოლარით ზრდაც დააანონსა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთში Model Y-ის ღირებულება 700 დოლარით იზრდება, თუმცა სადაზღვევო სუბსიდიები და სხვა პრივილეგიები, რომლითაც კომპანია ჩინეთში სარგებლობს, ძალას მომავალი თვიდან კარგავს, ამიტომ ადგილობრივი მედია ფასების 3 200 დოლარით ზრდაზე იტყობინება. არსებობს მოსაზრება, რომ პირველ კვარტალში, რომლის დასრულებამდეც მხოლოდ 10 დღე რჩება, Tesla გაყიდვების მიზანს ვერ შეასრულებს.

FISKER-მა ელექტრომობილების წარმოება შეწყვიტა, კომპანია გაკოტრების პირასაა

ელექტრომობილების მწარმოებელმა სტარტაპმა, Fisker-მა საწარმოო პროცესი გაურკვეველი ვადით შეაჩერა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, Fisker-ს წარმოების გაგრძელებისთვის საჭირო ფინანსური რესურსები აღარ აქვს და კომპანია გაკოტრების პირასაა. როგორც ირკვევა, კომპანიას ამჟამად სულ 121 მილიონი დოლარის ეკვივალენტი ნაღდი ფული აქვს, რაც ოპერირების გასაგრძელებლად საკმარისი არ არის. თუკი Fisker-ის ინვესტორებს კომპანიის გადარჩენა სურთ, მაშინ მათ სტარტაპში დამატებითი კაპიტალის ჩასხმა მოუწევთ.
ამჟამად Fisker-ის სამოდელო რიგი მხოლოდ ერთ ელექტრომობილის - საშუალო ზომის SUV-ს მოიცავს, რომლის ღირებულება დაახლოებით 45,000 დოლარია, ანუ ის კონკურენციაშია Tesla Model Y-თან.
მომხმარებლის მხრიდან დაბალი მოთხოვნის გარდა, Fisker-ს კიდევ ერთი პრობლემა აქვს, ეს საწარმოო ხაზის გაუმართაობაა. მაგალითად, გასულ წელს მას 10,000 ელექტრომობილზე ჰქონდა შეკვეთა მიღებული, თუმცა კომპანიამ მხოლოდ 5,000 ერთეულის წარმოება შეძლო, რის გამოც პოტენციურმა დამკვეთებმა სტარტაპთან თანამშრომლობა შეწყვიტეს.

$4.2 მილიარდად 100,000 ერთეული TESLA-ს შეძენის გამო, HERTZ-ის დირექტორი გადადგა

ელექტრომობილებზე დადებული ფსონით მიღებული კოლოსალური ზარალის გამო, ამერიკული Hertz-ის გენერალური დირექტორი სტივენ შერი თანამდებობიდან გადადგა. გასაქირავებელი ავტომობილების ოპერატორმა კომპანიამ 2021 წელს $4.2 მილიარდად 100,000 ერთეული Tesla-ს ელექტრომობილის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. საქმე ისაა, რომ შეკვეთის ჩაბარების შემდეგ, Tesla-მ ელექტრომობილების ფასები საშუალოდ 10,000 დოლარით შეამცირა, რის გამოც Hertz-ს აქტივების გაუფასურებით კოლოსალური ზიანი მიადგა.
გარდა პირდაპირი გაუფასურებისა, მოსალოდნელზე გაცილებით უარესი იყო მეორადი ელექტრომობილების გადაყიდვის მაჩვენებელი. როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, კომპანიას ჩამოწერილი ელექტრომობილების გაყიდვა საწყის ფასთან შედარებით თითქმის სამჯერ ნაკლებად უწევდა, რაც გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელია. გასაქირავებელი ავტომობილების ფლოტის Tesla-თი დაკომპლექტებას კიდევ ერთი უსიამოვნება ახლდა თან, ეს იყო ელექტრომობილების მალფუჭებადობა და შეკეთების მაღალი ხარჯები. როგორც კომპანიაში ამბობენ, Tesla-ს მომსახურება იმაზე ძვირი ჯდებოდა, ვიდრე Mercedes-ის და BMW-ს სერვისი, რაც Hertz-ის საოპერაციო მოდელისთვის დამღუპველია.
სტივენ შერის გადაწყვეტილების გამო, კომპანია გაკოტრების პირას აღმოჩნდა და მისი აქციების ღირებულება თითქმის 78%-ით დაეცა.


Vision Neue Klasse X - BMW-ს ახალი ქროსოვერი

გერმანულმა ავტომწარმოებელმა BMW ახალი ელექტრო ქროსოვერი Vision Neue Klasse X წარადგინა. კონცეპტმოდელი კომპანიის სტილისტური განვითარების დემონისტრირებაა და ამ ეტაპზე გაცხადებული ინფორმაციით ის ერთ წელიწადში BMW-ს ელექტრო ავტომობილების ოჯახს უნდა შეუერთეს, შესაბამისად სერიული წარმოება დაიწყოს. კომპანიის წარმომადგენლები გვპირდებიან, რომ ახალი ავტომობილის მახასიათებლები საწვავზე მომუშავე ავტომობილების დონეზე იქნება, სამაგიეროდ დროს გაუსწრებს მულტიმედია სისტემა. Vision Neue Klasse X პანორამულ, ჰოლოგრამულ დისპლეის მიიღებს და 800 ვოლტიან ელემენტებს, რაც ერთი სრული დამუხტვით iX3-ზე 30%-ით მეტ მანძილს გაივლის, შესაბამისად Vision Neue Klasse X -ის მანძილის დიაპაზონი 599 კილომეტრი იქნება.


Q6 e-tron - Audi-მ ახალი ქროსოვერი წარადგინა

Audi-მ ახალი ქორსოვერი წარადგინა, რომელიც Porsche Macan EV-ს პლატფორმაზეა დაფუძნებული. e-tron ხაზის ახალი ელექტრო მოდელის პრეზენტაციამ ოდნავ დააგვიანა: მისი ჩვენება ჯერ კიდევ 2023 წელს იყო დაგეგმილი, მაგრამ პროგრამული უზრუნველყოფის სირთულეების გამო, პრემიერა 2024 წლის გაზაფხულზე გადაიდო. სწორედ ამიტომ Audi Q6 e-tron-მა დღის შუქი იხილა. Q6 e-tron გახდა Audi-ს პირველი მოდელი PPE (Premium Platform Electric) არქიტექტურაზე, რომელიც Porsche Macan EV-სთვის შეიქმნა.


ბოლო 6 წლის განმავლობაში მსოფლიოში Geely Coolray-ს 800 000 ავტომობილი გაიყიდა

Geely Coolray, რომელიც ჩინეთში ცნობილია, როგორც Binyue, Geely Auto-ს ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია. აღნიშნული მოდელი კომპანიამ 2018 წელს გამოუშვა. მას შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 40-ზე მეტ ქვეყანაში, კომპანიის მიერ წარმოებული უკვე 800 000 ავტომობილია გაყიდული.
მათ შორის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. Geely Coolray უპირობო ლიდერია ბაზარზე და მომხმარებლების საყვარელი არჩევანია SUV სეგმენტში.


საბაზრო გაყიდვების მონაცემების მიხედვით, 2023 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთელ მსოფლიოში Geely Auto International-მა 63 000 Coolray-ს ავტომობილი გაყიდა და ის ყველაზე გაყიდვადი მოდელი გახდა. Coolray ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია უგზოობის სუბკომპაქტური ავტომანქანების SUV სეგმენტის მომხმარებელთათვის. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში Coolray-მ საუკეთესო შედეგები აჩვენა: გასულ წელთან შედარებით, საცალო გაყიდვები 190%-ზე მეტით გაიზარდა, ასევე საუდის არაბეთში გამოიკვეთა 18.8%-იანი ზრდა. საქართველოს ბაზარზე კი „ჯილი საქართველომ“ ბოლო ერთ კვარტალში 50-ზე მეტი Geely Coolray შემოიყვანა, რომელიც სრულად გაიყიდა.

ავტომობილის თითოეული კომპლექტაცია აღჭურვილია 1.5-ლიტრიანი ტურბო ძრავით, რომელიც 172 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავა შერწყმულია 7- სიჩქარიან ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფთან (DCT), რაც უზრუნველყოფს დიდ გამოხმაურებას მომხმარებელთა მხრიდან და ხაზს უსვამს ავტომანქანის სპორტულ სტილს.
"თეგეტა ჰოლდინგის" ერთ-ერთ მიმართულებაში, "თეგეტა ქარსში" შემავალი კომპანია "ჯილი საქართველო" ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანია ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები