მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვისოლ ჯგუფი" ლისზე 156 კერძო სახლის მშენებლობას გეგმავს

ბიოგრაფი

"ვისოლ ჯგუფის" შემადგენლობაში არსებული კომპანია "ალმა ლისი" ლისის ტბის მიმდებარედ, 22 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე ახალი საცხოვრებელი უბნის განვითარებას გეგმავს. პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უკვე წარედგინა და მისი მიხედვით, დაგეგმილია 156 კერძო სახლის მშენებლობა.

პროექტის თანახმად, კერძო სახლები მაქსიმუმ 3-სართულიანი იქნება, ნაკვეთების ფართობი კი 1,000-5,000 კვადრატული მეტრი იქნება. აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ამჟამად სარეკრეაციო ზონა 3-ის სტატუსი აქვს.

უძრავი ქონების მესაკუთრეა კომპანია "ალმა ლისი", რომელიც "ვისოლ ჯგუფის" შემადგენლობაში შემავალი სარეკლამო კომპანია "ალმას" დაფუძნებულია. კომპანიის დირექტორის პოსტს კი ვასილ ფხაკაძე იკავებს, რომელიც ასევე არის დეველოპერული კომპანია "ბიოგრაფის" ხელმძღვანელი.

"ვისოლ ჯგუფის" პრესსამსახურში BMG-ის განუცხადეს, რომ პროექტი ჯერ განვითარების ადრეულ ეტაპზეა და მისი პრეზენტაცია მოხდება მას შემდეგ, რაც ყველა შესაბამის სამსახურთან პროექტის პარამეტრები შეთანხმდება და ნებართვები გაიცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები