მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ წელს 15-20 ავტო-გასამართი სადგურის რებრენდინგს გეგმავს - სოსო ფხაკაძე

სადგური

„ვისოლ ჯგუფში“ შემავალი კომპანია „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ წელს 15-20 ავტო-გასამართი სადგურის რებრენდინგს გეგმავს.

ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც 2023 წლის შედეგები შეაჯამა და რებრენდინგის პირველად შედეგებზეც ისაუბრა.

„ვისოლ ჯგუფი“ ცხრა კომპანიას აერთიანებს. მათ შორისაა „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“. ზოგადად, ბრენდი ცოცხალი ორგანიზმია და გარკვეული წლების შემდეგ მას სჭირდება განახლება. ჩავთვალეთ, რომ ამის დრო მოვიდა და შესაბამისად ბრენდის არქიტექტურა განვაახლეთ და თავიდან გადავიაზრეთ. გვაქვს ახალი სლოგანიც - „კეთილი მგზავრობა“. ყველაზე მთავარი და ღირებული კი ისაა, რომ მომხმარებელი ცვლილებებს მყისიერად გრძნობს - იმ ორ სადგურზე სადაც რებრენდინგი გავაკეთეთ, გაყიდვები 25%-ით გაგვეზარდა.

წელს დამატებით, დაახლოებით, 15-20 ავტო-გასამართი სადგურის რებრენდინგს ვაპირებთ, თუმცა ფიზიკურად თუ შევძელით, უფრო მეტის მოსწრებაც გვინდა“, - თქვა სოსო ფხაკაძემ.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საქართველოში 132 ავტო-გასამართი სადგური აქვს და “ვისოლ ჯგუფის” მხოლოდ ამ კომპანიაში 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები