„ვისოლის“ გათამაშებაში მორიგი წყვილი ავტომობილი BMW X1 რუსთავში „ვისოლის“ ერთგულმა მომხმარებელმა რაჩან ტანგრივერდიევმა და ჩამსხმელმა ოპერატორმა ზაალ ომარაშვილმა, გორში კი მომხმარებელმა ბოკა ტატიაშვილმა და ჩამსხმელმა ოპერატორმა გიორგი ხუბილურმა მოიგეს. გათამაშება 1 ივლისს დაიწყო და 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.
მომენტალური გათამაშების ფარგლებში მოგების შანსი აქვს როგორც ერთგულ მომხმარებელს, რომელიც „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე 50 ლარის და მეტი ღირებულების ნებისმიერი ტიპის (ბენზინისა და დიზელის) საწვავს შეიძენს, ისე ოპერატორს, რომელიც იღბლიანი ტრანზაქციისას მოემსახურება მომხმარებელს. გამარჯვებულების გამოვლენა ხდება მომენტალურად, შემთხვევითობის პრინციპით, საწვავის შეძენისა და ლოიალობის სისტემის აპლიკაციის/ბარათის გატარებისთანავე.
გამარჯვებული მომხმარებლისა და ჩამსხმელი ოპერატორის პრიზებიც იდენტურია. შესაბამისად, „ვისოლის“ გათამაშებას ყოველ ჯერზე ორი გამარჯვებული ყავს. მოგების შესახებ ინფორმაციას კი მომხმარებელი მომენტალურად იღებს SMS შეტყობინების სახით. საწვავის ჩამსხმელი ოპერატორიც ტრანზაქციისასვე იგებს გამარჯვებას. გათამაშების ფარგლებში ავტომობილების გარდა, მომხმარებელსა და ჩამსხმელ ოპერატორს შესაძლებლობა აქვს მოიგოს IPhone 15 Pro, 1000, 200 და 100 ლარის ღირებულების საწვავის ვაუჩერი და „ვინტოს“ ავტომომსახურების 500 ლარიანი ვაუჩერი.